ჩვენ შესახებ

Alternativa

მხოლოდ სამრეწველო დანიშნულების, საოფისე და საწარმოო შენობა-ნაგებობების პროექტირებაზე ორიენტირებული, საკონსულტაციო-საპროქტო კომპანიის ჩამოყალიბება განაპირობა წლების განმავლობაში, შესაბამისი მიმართულების დარგობრივი პროფილით  მომუშავე სპეციალისტების, ექსპერტების და მსოფლიოში წამყვანი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების გაერთიანების სურვილმა.

კომპანია, დაარსების დღიდან საპროექტო სამუშოების ეფექტურად წარმოების საკუთარი, მიდგომებით გამოირჩევა. ჩვენი მომსახურების სისწრაფეს და ხარისხს განსაზღვრავს საპროექტო სამუშაოების მიმართ სრულიად ახალი, “ალტერნატიული” დამოკიდებულება  პროექტირების ეტაპების, ინდივიდუალური გონივრული დაგეგმვა და საპროექტო ჯგუფის კომპლექსური მუშაობა.

ჩვენმა გუნდმა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, უმოკლეს პერიოდში შეძლო, საპროექტო სამუშაოების ეფექტურად წარმოებისთვის საჭირო, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება. დანერგა და განავითარა სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების ხარისხის დროის და ფასის შესაბამისი სხვადასხვა “ალტერნატიული” კონსტრუქციული მოდელების  კლასიფიცირების  მექანიზმები. საპროექტო სამუშაოების წარმოების ზუსტი თანმიმდევრობა  არის  უმოკლესი გზა “თქვენს პროექტამდე”.