13 აპრ 2009

შობა დილა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 

აისის მზე ბორცვებს შეუფაკლავს ღაწვებს, ბიბა თოვლი აძევს გარინდებულ ნაძვებს, სუსხი გიჟმაჟ ბინულს კისკისს შეაყინავს, შობის დილას ყოველს უშფოთველად სძინავს,
არე–მარე ბზინავს.
საღამოს კი ისევ იქუფრება ზეცა, უნდა მოგვანატროს მთვარეცა და მზეცა, გაუშლია ღრუბელს კულულები მრუმე, ო, რა იდუმალი არის ეს სიჩუმე, საცა არის ბინდი გზაზე უნდა გაწვეს და ტოტები უფრო დადრეკია ნაძვებს, ხოლო მიწა თითქოს თოვლის რიდეს ითხოვს, პირგაზაფხულამდე დაგვიმალავს ხვითოს,
ხვავრიელად გვითოვს.

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , , , , ,

2 გამოხმაურება to “შობა დილა”

  1. ელდორადო ამბობს:

    მსჰვენიერია

  2. ნატალია ქადაგიძე ამბობს:

    ეს პოეზიაც არის და პოეტური პროზაც – მკვეთრად გამორჩეული სტილით… ასე საუბრის სურვილი გამიჩნდა…

დატოვე კომენტარი