იოანე პავლე II-ს გამონათქვამები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: თარგმანები
***
ძნელია რომის პაპობა? ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.
***
მზე მცხუნვარეა და მთვარე გრილი, მაგრამ ისინი სწორედ ამგვარნი სჭირდებათ ადამიანებს.
***
სიცოცხლე კაცის ვალია ღვთის წინაშე, ვალი, რომელიც უნდა დააბრუნო დროულად და ღირსეულად.
***
სიყვარული გულუხვად ურიგდებათ უპოვართ და შერჩევით – მდიდრებს.
***
რელიგია არაა პოლიტიკა, თუმც პოლიტიკა მრავალთათვის რელიგიად ქცეულა… და ეს ძალზედ საშიშია.
***
არა ხამს ღმერთს სთხოვო იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც თავადვე ძალგიძს.
***
ღმერთი კი შეგინდობს, მაგრამ შენც ნუ შესცოდავ.
***
ხშირად განმარტოვდი საკუთარ სინდისთან. შეცდომაც ნაკლები იქნება და მის გამო წუხილიც.
***
ჭეშმარიტება ყოველთვის უმრავლესობის აზრი როდია.
***
სიბრიყვეც ღვთიური ნიჭია, ოღონდ მისი სწორად განკარგვა უნდა შეგეძლოს.
***
თავისუფლება ნიშნავს არა იმის კეთებას, რაც მოგეპრიანება, არამედ უფლებას აღასრულო შენი ვალი. თუ თავისუფლებას არ აქვს მიზანი, თუ იგი არ ცნობს ადამიანის სულზე აღბეჭდილ ზნეობრივ კანონს და ყურს არ უგდებს სინდისის ხმას, მაშინ იგი საზოგადოებასა და კაცობრიობას უპირისპირდება.
***
მეცნიერება ეხმარება რელიგიას შეცდომებისა და ცრურწმენისაგან განწმენდაში; რელიგია ეხმარება მეცნიერებას გათავისუფლდეს კერპთაყვანისცემისა და მისგან მიგნებული ჭეშმარიტების აბსოლიტურობის პრეტენზიისაგან. ასე გაჰყავთ მათ ერთმანეთი უფრო ვრცელ სამყაროში, სადაც შესაძლებელია მათი ურთიერთგანვითარება.
***
მომავალი ხვალ კი არა, დღესვე იწყება.
***
მძიმედ ავადმყოფი იოანე პავლე მეორე ექიმს გაუმხნევებია გულის ოპერაციის წინ – ნუ ღელავთ, ეს ძალიან ადვილი ოპერაციააო.
ადვილი ვისთვის? – ღიმილით უკითხავს მოხუცს.
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ
მაისი 13th, 2009 at 13:38
ამ გამონათქვამთაგან ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ვალია.
არადა კაცთა მოდგმის უემტესობას ალბათ არასოდეს გვიფიქრია ამაზე და ვალს დროულად და ღირსეულად როგორ დააბრუნებ თუკი გგონია რომ იგი არ გაქვს???
ივლისი 16th, 2010 at 10:40
ღმერთი შეგინდობს მაგრამ შენ ნუღარ შესცოდავ
ივლისი 16th, 2010 at 10:41
ღმერთი შეგინდობს მაგრამ შენ ნუღარ შესცოდავ ყველა ბრძნული ნათქვამია