ეზიდი მკო – შამილ, შენი ცოლი ათხოვე რა, პატარა საქმე აქ.
ლეკი შამილა – ე! ე! შენ ჩემი ცოლთან რა საქმე გაქ?
მკო – პატარა საქმე რა, სულ ნახევარი სათი პადვალში ვიხმარებ და ეგრევე ჩაგაბარებ.
შამილა – ე, შე მაიმუნო, წადი შენი ცოლი იხმარე თუ კაია!
მკო – ეე! ცოლი რო მქონდეს, შენი რაზე ვითხოვებდი?
შამილა – ვა, აბა ზარე ვინ არი?
მკო – ზარე ცოლია, მე კიდე ცოლი მჭირდება, ჰაა, ჰაა ნახევარი სათი, რო შეშაზე ვარტყა. პირი გაუფუჭდება თუ რა?..
გურამა – ვაჰა! ჰა! ჰა! ცულიო ბიჭო, ნაჯახს გთხოვს ეგ დებილი, შე დებილო, ყველა აბდალმა აქ სიდან მეიყარა თავი თუ იცი?
რუბიკა – იი! შენ თითონ საიდან მოხველი რო? ნეუჟელი სუ აქ ზიოდი…
გურამა – მე რა შუაში ვარ, ამათი სადაურობა მაინტერესებს.
რუბიკა – ეხლა ამათი-მამათი არ დამიწყოთ, ელი! თუ მამათი კაი იყო, საწყალი ედიკას რატო პერევაროტი უქენი?
ახალი დროება
რაფოს ბიჭი – მამიი, ამოდი, კარგი კინო ანახებენ – დონ-კიხოტი და სანჩო პანსა.
რაფო – ეე! ეე! რა ფანჩო? ვინ პარსა?
რუბიკა – რა, არ იცი, რო თბილისში სპეციალნი პარიკმახერები არიან, რო ეგ გაპარსონ, ოღონთ ეგენები სტილისტები ეძახიან.
რაფო – ვაჰ! ეგ რა დღეში ხარ ჩემო მრავალტანჯვილო თბილისო…
სექტემბერი 29th, 2010 at 22:54
გურამა გურული ყოფილა ძლივს არ გავიგე