21 აპრ 2009

რუბიკონი – მუხამბოზი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

ჩემო ქალაქო, შენს უკნიდან მე არ მივლია,
ვინ არის, შენთვის გულის კარი ფართოდ არ გაღოს,
სხვაგან სად ნახამ, რო გარიკა ნახალოვკელი
ლუკმა გაუყოფს ავლაბრელ მახოს.
აი მაგებზე უმღერია თავის დუდუკით
ზახაროვ გლახოს.

განა პარიჟზე შენ რითა ხარ მითომ ნაკლები,
როგორც მონმარტრზე, გამოვფინამთ ჩვენაც გრაფიკა,
საპოჟნიკები ყველა გახდა მადელიორი,
პარტნოი იყო, კუტურიე გახდა რაფიკა.

ჩვენი მესროპა დაგიწერა ანაბანები,
ღმერთი უმრავლის ჩვენი ქალაქს მაგისთანები,
საიათნავა აქ დაუკრა პირველი საზი,
მაგის პაპამაც გაახარა პირველი ვაზი.

ფარაჯანოვი გადაგიღო შენ სურმის ციხე,
ჩვენი არამაც აქ წერამდა შენთვის ბალეტებს,
ჩვენი ტიგრანა აქ ასწავლა ყველას შახმატი,
ჩვენი ლოვიკაც მალე ნახამთ რა გააკეთებს.

სხვა ქალაქებში სად დაფრინავს ამდენი ტრედი,
ანდაც ჩვენსავით ვინ ატანებს არაყზე წვადი,
რა ლამაზია მრავალტანჯვილი თბილისი ჩემი,
თუ არა გჯერა, ერთი მარტო ბაზარში წადი,
მაინც არ გჯერა? ფნიკულორზე ტრამვაით ადი.

სხვაგან სად ნახამ შენ ეგეთი კუკლა ბალკონებს,
ავლაბრისავით ვინ წაიყვანს ქალაქში სტოსი,
ხაჩიკას ზურნა ჩვენსნაირად ვის დააღონებს,
თბილისო ჩემო, შემ გიმღერებ ეს მუხამბოზი.

ჩემ წინაპრების ოფლითა ხარ აშენებული,
მაგითი ძვალით სავსე არის შენი მთაბარი,
შენ სიყვარულში მიყვარს ღამე გათენებული,
განა ქალაქი, ფაიზაღი შენ ხარ ზღაპარი,
სხვაგან სად არის ეშხიანი ქალი ამდენი,
ნეტავ სად არის სხვა ჰავლაბარი.

pixelstats trackingpixel

3 გამოხმაურება to “რუბიკონი – მუხამბოზი”

  1. Nino ამბობს:

    :) raga vtqva :) )

  2. ელგუჯა მარღია ამბობს:

    საღოლ კობა!:))

  3. გულნარა ამბობს:

    კარგია მომეწონა

დატოვე კომენტარი