21 აპრ 2009

რუბიკონი – რაჟდენის დღე

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

 
დღეს რუბიკა ორმოცდაათისა შესრულდა. ეზოში სუფრა გაიშალა.

რუბიკა – გურამ-ჯან, სადა ხარ ამდენ ხანს, ტოლმა გაცივდა.

გურამა – საცობში გავიჭედე.

რუბიკა – ე, ვინ აშაყირებ, პირიქით რო გეთქვა კიდე ხო. აბა მიირთვი ჩემი ლუსიკას ნახელავი.

- ვაჰ, რა გემრიელია, ოქროს ხელები აქვს შენს ლუსიკას, ოქროს ხელები…

რუბიკა (თავისთვის) – ეეჰ, მე ბარემ ცოტა გრძელი ფეხები მერჩივნა…

- რაო, რას ბურდღუნებ?

- არაფერი ისეთი. რაღაცა მოვიფიქრე და გაზეთში მინდა გავაგზავნო, რუბრიკით “სასარგებლო რჩევები”, ანუ “ბრძნული აზრების სამყაროში”.

- ვაა, ჩვენ არ გაგვიმხელ?

- რაზე არა, ნაპრიმერ ეგეთი – მამაკაცის წინდას იმთავითვე რომ ბუნებრივი სუნი ჰქონდეს, წინა ღამით ცხვრის ყველთან ერთად შეინახეთ.

ამ დროს ჯულიეტას ტორტი შემოაქვს წარწერით “ს დნიომ რაჟდენია!”.

ის-ისაა შემოსწრებული არტემა – ვა, ეს ტორტი ვისია?

გურამა – ჩემი. გურამი მოფერებით მქვია, თორემ პასპორტით რაჟდენი ვარ.

pixelstats trackingpixel

დატოვე კომენტარი