რუბიკონი – ჩვენებური არიფანა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიეზოს უცვლელი თამადა არტემა – ადრე ჩვენ, ნამდვილი სომეხები, სულ ქერა თვალებიანები და ცისფერ თმები-ანები-ანი ვიყავით, მერე ქართველები შევერიეთ და ცოტა შავგრემანობა მოგვივიდა.
სერჟანტი (მარგალი კოჩი) – ხოხ! შენ რა პირიქით ლაპარაკობ. ბატარეიკა უკუღმა ხო არ ჩაგიდგეს?
არტემა – შენ ვაბშე გაჩერდი. კაგდა მაიორ გავარიტ, სერჟანტ მალჩიტ. ისე, ერთი არ იქნება გვითხრა – სერჟანტი რაღა სახელია?
სერჟანტი – რა და მამაჩემი ომში ერთმა სომეხმა სერჟანტმა გადაარჩინა, ვაღარშაკა ერქვა. ბაბაიამ – სიკეთე რით გადაგიხადოო და იმან – ბიჭი თუ გეყოლება, ჩემი სახელი დაარქვიო.
ბაბაიამაც ვაღარშაკას დარქმევას სერჟანტი ამჯობინა.
არტემა – ჰოოო. კიდე კაი ეგ ვაღარშაკა სერჟანტი იყო და არა როტნი სტარშინა, თორე ვაბშე გამარჯობა აღარ იკადრებდი.
ისე, შენზე ახია ეგ სახელი, რასაც თქვენ, მეგრელები ხალხი ამწარებთ…
სერჟანტი – რას ბოდიალობ თუ იცი, ჩვენ ვინ გაგვამწარებია?
არტემა – ვა! აბა აჯიკა მე მოვაგონე?
სერჟანტი – ი! თქვენი წიწაკიანი კალბასიც მე მოვიგონე?
არტემა – არა, სად აჯიკა, სად კალბასი? თუმცა, არც თქვენა ხართ დასაკარგვი ხალხი, ბოლო-ბოლო თითქმის სომხები ხართ, ოღომც ასოდაკარგული.
სერჟანტი – ვინ არის ასოდაკარგული, ახლავე გაჩვინებ იცოდე.
არტემა – სუსკაც, მე სხვა რამე ვიძახი. აი, მე ხო აბრამიანი ვარ, შენ აბრამია, ანუ ასოთი ნაკლები. სპორობას კიდევ ის გირჩევნია, ეგ ასო იპოვნო და ისევ უკან მიიკერო.
სერჟანტი – მაგას შენ შური გალაპარიკებს, ადრეც აგრე იყო, სტალინის და ბერიას ჯინაზე ყველა ტროცკისტები იყავით.
არტემა – ვინა ძმაო, ჯერ ერთი იქ მიკოიანები იყვნენ ყველაზე მაგრები, ერთი კრემლის მენეჯმენტში იჯდა, მეორე ისტრიბიტელები აკეთებდა.
ტროცკის გამარჯვება კიდევ თქვენ თითონ სპეციალნად გინდოდათ, რო მერე ჩვენზე გეცინათ.
სერჟანტი – რაზე უნდა გვეცინა?
არტემა – რაზე და მაშინ ხო ლენინაკანი ტრაწაკანი იქნებოდა.
დეკემბერი 4th, 2010 at 15:55
დიდებულიაააააააააა
))