ჟანა – ვაი, მამა-ჯაან, ეგ რა გაგო ჩემი ყურები. ჩვენი არამა დაუჭერიათ კონტრაბასისტობაზე, და მაგისთვის ათი წელი ძლევენ…
რუბიკა – იი! სერიკას ძმა, პარიჟში როა, განა კონტრაბასისტი არ არი, რო ერთი დაკვრაში ათასი დოლარი ძლევენ?
ჟანა – არამა როდი უკრავდა, ლევი ტავარი დაჰქონდა.
რუბიკა – ეხ, რას იზამ, ეხლა ეგეთი ჟამანაკში ვართ, რო ზაკონი ფულზე მთავარია.
მე კი მგონია, რო ტრადიცია უფრო მთავარია. აი, ნაპრიმერ, სერიკას გვარში სულ კონტრაბასისტები.
მაგისი გოგო კიდე ტრადიცია არ იცვამს. კონტრაბასი ზედაც არ უყურებს, ზატო, სადაც პიანუნი ნახამს, ჯერ კრიშკა ახადული არ არი, რო უჟე ზედვე შალახო უკრამს.
ჟანა – ეგრეა, ტალანტი ვისთან გამოვა, რას გაგებ.
დარვინის ადამიანის წარმოშვის ტეორია ხო იცი, მანდ მთელი ამბავია – გენეტიკა, ხრამასომა, ხიროსიმა და რამე.
როცა გენები პატომსტვაში დიდი რაზნიცა აძლევს, მაგას ქვია, ბოდიში და – მუტაცია, მაგისი პრადუკტი კიდე მუტანტი.
ხოლოთ თუ ოჯახი ბოზი გოგო გაზარდებს, ეგენებს ქვიათ პუტანტი.
ტაკ, ჩტო, როგორც ვრაცები მბობენ – მიეცი ნიჭსა გზა ფართა, დანარჩენები – ხაბარდაა!
რუბიკა – ეგ ხო ეგრეა. შენ ნიჭი მომე და პაპიკად გინდაც გეღამა, რომელიც ზურნაზე მთელი წელი “პადმასკოვანიე ვეჩერა” ვერ გაიზუბრა, მაგისი ბიჭი კიდე ლუბოი მუზიკა ისე უკრავს, ნამდვილივით გეგონება.
ჟანა – ვაა! ისე ჩვენი ლოვიკაც ხო მაგარი გიტარასტია?
დატოვე კომენტარი