26 აპრ 2009
რუბიკონი – გამხიარულდი ბუხარო
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი
რუბიკა – არა, ვაკრუგ სვეტა, სადაც რომ ვენტილაციის ინსტიტუტები რსებობს, მანდ პრაფესორებად სულ ვრაცები უნდა გაუშვა.
გურამა – დიდი მადლობა, მაგრამ თან ამიხსენი – რატო?
რუბიკა – რა რატო, ვინ არის განიავების თქვენსნაირი მასტერი. მილიონი რო მოგცე, თვის ბოლოს ეტყვი – პურის ფული მსესხე.
თანაც ყველა ეგეთი. აბა იანგარიშე, საქართველოში ერთ ჰაოსზე რამდენი ქართლოსი მოდის. არადა, ნააბაროტ რო იყოს, მაინც არ გეყოფა. სუფთა ალიბაბები ხართ…
გურამა – ალიბაბა რატო?
რუბიკა – რა რატო, ორმოცი კაცი აგროვებს, ერთი ალიბაბა ფანტამს.
ყველაფერში ეგეთი ხარჯვა–ფლანგვა. დაჟე გინდაც თქვენების ბუხარი აიღე, რამდენი შეშა ტყვილადა სწვამს, თქვენ კიდე უმღერებთ – გამხიარულდი ბუხარო, რო შეშა გაასუხარო.
დატოვე კომენტარი