რუბიკონი – რაკავოე სხოდსტვა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი
კაცო, ეს ჩვენი ძაძ ვართანა მაგრა დაგვიბერდა. ერთი ამბავი იწყებს და მეორე ათავებს.
იმ დღეს უბნის ბიჭებს ძველი ამბები გვიყვება – გინახამთ ეგ დამპალი ტროცკი როგორ ჩვენი მიკოიანსა ჰგამდა?
ეგეთი რაკავოი სხოდსტვა იყო, წინაღამ მაგისთვის რასტრელზე გამიშვეს – შენ რატომ ტროცკი გულზე გახატია.
თან მაშინ ხო კუზანოვიც არ იყო, რო მანდ მოგაჭრას და უფრო ქვემოთ მიგაკეროს, სადაც ჩეკას პრეტენზა არ ექნება.
ხოდა ათი წელი მაგაზე ვიჯექი.
ბიჭები – ვიზე მაგაზე, ტროცკზე?
ძაძ ვართანა – იი! ტროცკზე მამათქვენები ზიოდნენ, თუ კარგია, მე პოლიტიკურზე ვიჯექი.
მერე ჩათვლემს და გაღვიძებული იკითხავს – რასა ვყვებოდი?
ბიჭები – რაკავოი სხოდსტვაო…
ძაძ ვართანა – მაშ კაცო, ჯეელობაში ერთი ადგილი ვიცოდი, რაკავოვა სხოდსტვა, გდე რაკი სხოდიატსა, ელი, და მანდ ბლომად ვიჭერდი ხოლმე და კაი ფასშიც ვაბარებდი.
დატოვე კომენტარი