26 აპრ 2009
რუბიკონი – დუბი, დუბი, დუ!
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი
გურამა – რაფიკა სად არი?
რუბიკა – მაგისი ცოლი ბადავს და ეგეც მანდ არი.
გურამა – რას ბადავს, რას ბოდავ…
რუბიკა – ბადავს, რაღა, აი, ბავში რო არ არი და მერე ვდრუგ რო არი. რაფიკაც მაგიტომ იქ არი. მა ბავშის ბადვა ხო ეგრე იოლი არ არის.
ქურთი ნოდარა – იიჰ! წინაღამ მეც არ დავიბნიე. ეგ ბადვა კი არა, ბადობა არი. თუ ბადვა იქნებოდა, მაშინ უნა თქვა – ბავში დაბადვილია. აბა ეგრე როდისა თქვამენ.
რუბიკა – იი! მა თუ სწორე ბადობა იქნებოდა, უნდა თქვა – ბავში დაბადობილია?
ქურთი ნოდარა – დაბადობილი კი არა, დაბადუბელი… მაიცა, დაბადებილი?… იი?
რუბიკაც – იი?
ფრანცუზსკი პონჩიკი
ეგ რო ჰასაკში მოვიდა და სედინაც მაგის თმაში შევიდა, ვაბშეე ფრანცუზსკი პონჩიკივით გახდა.
– ეგ როგორ, დაიგრიხა?
– ეგაც, კი, და თანაც ეგეთი გლუხოი გახდა, როგორც რომ ყრუასანი…
დატოვე კომენტარი