26 აპრ 2009
რუბიკონი – შენი ვედრომც ვიქნები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი
რუბიკა – გურამ, იცი გუშინ რო ჩემთან ვდრუგ კოტიკა გიჟსავით მოვარდა და ეუნება – რუბიკ, ჩემ მარიკასთან არ წამოგცდეს, გუშინ რო ნაშასთან მნახე და შენი ვედრო ვიქნები, თან მუდრი რამეები გეტყვი.
გურამა – რაიო?
რუბიკა – რავი, სუ ეგრე იძახდა – გევედრები, გემუდარები…
ვექტორების აღრევა
გურამა – რუბიკა, რამხელა თავი გაქვსშე ოხერო, მაიკას როგორ იცვამ?
რუბიკა – ქვემოდან…
გურამა – იი! ტრუსიკს?
რუბიკა – ზემოდან…
გურამა – რა ზემოდან, კაცო, ტრუსიკს თავზე ვინ იცვამს?
რუბიკა – თავზე რატო, ეგეც ქვემოდან, ოღონდ მაიკის ზემოდან.
დატოვე კომენტარი