რუბიკონი – ჩვენი ლენინიანა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი
რუბიკა – ვაბშეე სროკზე ზვა დიდი ოპიტია. ჩვენი სედრაკა 10 წელი პოლიტიკურზე ხეხა. ეგ საწყალი იმდენი ხანი ზიოდა, რო ჩორნა შევიდა, სერი გამოვიდა.
როგორც გურამა თქვა – შევიდა სედრაკა, გამოვიდა სერ–ტრაკა.
რაფო – სად სედრაკა, სად პოლიტიკა? ეგ ბალერინი არ იყო.
რუბიკა – მააშ, თანაც როგორი. ზნამენიტი ჭუბუკიანი თავისი ნასლედნიკი ეძახდა და დღე და ღამე გვერდებიდან არ იშორებდა.
რაფო – მერე რაზე დაჭირეს? რამე ნე ტო ანეკდოტი თქვა?
რუბიკა – თქვა კი არა, ქნა. ლენინზე ბალეტი გაკეთა და შიგაც გლავნი როლიც თითონ ითამაშა.
რაფო – მერე და რა მაგაში ცუდი? ლენინზე გაკეთა, დენიკინზე ხო არა.
რუბიკა – იი! დენიკინზე სულ ერთი სროკი მისცემდნენ – ზა პალიტიჩესკი ლაფსუს. აფსუს, ნეტამც ეგ ექნა.
რაფო – მა ლენინზე რაღა მისცეს რო?
რუბიკა – ერთი ეგა, რო რატო ფეხები არ გაიპარსე.
თანაც, თუ ხალხი არა გყოფნებდა, რატომ ეგეთი ატვეტსტვენი ბალეტი დგამდი? აბა ეგ საქმეა, რო ბონჩ–ბრუჩოვი და კრიჟანგოვსკი ცირკავოი შიმპანზები ათამაშე?
მერე კიდე – ლენინი როდის ეგეთი ცხვირი ქონდა, როგორც ვისაკავოლტნი რუბილნიკივით.
მერე კიდე – კრუპსკაიას კაბაზე რატომ ტკანის ეგეთი ეკონომია, რო ვაბშეე ტრუსიკი უჩანდა.
სტალინის როლში ვაბშე შკოლიდან მოპარვილი პამიატნიკი გედგა და მაგაზე ცალკე აკლადი სწერამდი, ცალკე კიდე პრემია, მითომ რა მაგრა ობრაზში ზის.
ბუდიონის როლშიც – სობსტვენი ცოლი, რო სახში კიდე უფრო მეტი ფული წაღო.
ანდაც ლენინი გულზე სობსტვენი სიფათის ნაკოლკა რატო ექნებოდა, თანაც იქვე ტროცკი.
სედრაკაც გატრაკა – იი! ტროცკი ჩემი გულზე რა უნდა, ეგ მიქოიანია, ჯობია გურამა ჩასვით, ვინც ეგ ნაკოლკა გაკეთა, მე რატო მაგისთვის ლიშნი სროკი.
სუდია – სუსკაც, კონტრაქუნემ, მაშ რაზლივის სცენაში როტომ ეგეთი პუჭურა შალაში, როგორც საბაჩი კანურკა. როცა ლენინი მანდ შესაძრომად კუზვილი, კალგოტკა რო გასკდა და პუბლიკაც ისტერიკაში.
სედრაკა – იი! ვრაცები რო ყველაფრზე გიჟსავით ცინებენ, მაგაზეც მე სროკი? ეგენები რო თითი ანახო, სიცილით დაბრიდებ, განა თუ ლენინის იაიცები.
აი, მაგაზე დასვეს ჩვენი სედრაკა. მაგის კამერაშიც სუ ეგეთი ინტელიგენტნი ხალხი. ნაპრიმერ, ვაზგენ ტოროსოვი მებელნი ცეხი ქონდა და ტრიოხმესტნი სპალნი კრავატი გაკეთა, მაგაზეც დასვეს.
რაფო – მაგაზე რაზე?
რუბიკა – რაზე და ეგ კრავატი “ლენინ სნამი” რქვოდა.
კიდე მანდ მელქო პარუნიანი ზიოდა, რომელიც მარტო ერთი რამე ვაპროსი თქვა.
რაფო – განა ეგრეთი რა იკითხა, რო?
რუბიკა – რა და ეზოში რო უთხრეს – გაიგეთ? თურმე ჩვენი გრიქულა ცოცხალი ყოფილა!
მელქოც იკითხა – ეე! ეგ როგორ! როგორც ნამდვილივით თუ როგორც ლენინივით?
დატოვე კომენტარი