დიდი ხნის წინ, თუ – დიდი ხნის უკან?
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: იუმორივინცხამ ეტყობა იანგარიშა, რომეო, წინ ის არიო, რაც აწი უნდა მოხდესო და რაც ქე რო იყო, ის არის უკანო.
ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გამოასტორა ვითამ ძველთაძველი შეცდომა და დაამკვიდრა ახალი გამოთქმა – დიდი ხნის უკან.
კაი, ბატონო, მარა, მარტვანა ეს რო არ არი საკმარისი. სხვაც ხო გაგვიხდა გასასტორებელი. ვთქვათ – წინანდელი ამბავი კი აღარ უნდა ვთქვათ აწი, არამედ – უკანანდელი ამბავი.
კიდო, რო ვამბობდით ხვამე – უწინ ასთე იყოვო, მის მაგიორად რაფერ უნდა ვთქვათ თუ იცი? – უუკან იყო-თქვა.
მერე, კიდო, წინაპრის მაგიორად უნდა ვთქვათ უკანაპარი?
კაი, ჩემო ბატონო, არც მე ვარ სიახლის წინააღმდეგი, თუ რავა ვთქვა აწი, – უკანააღმდეგი?
წინწყაროს მაგიორად უკანწყარო ვიძახოთ მაშვინ და წინანდლის მაგიორად – უკანანდალი. რავა, არ უხდება თუ – ადანდალი დანდალი, ჩემი უკანანდალი… ჰა! რავარია?
წიქარასთვინაც უკუქარა ხო არ დაგვერქმია? გვყავდა წითელი ხარი და შეგვჩა – კუანა ხარი…
ყოლიფერი კარქი, მარა ეს გამაგებიეთ – რაც დრო გადის, ისტორიის წიგნი თხელდება თუ სქელდება? თუ სქელდება, ესე იგი, სულ თავში რო ამბავი მოხდა, სიდანაც ეს ისტორია დეიწყო, იმ ამბავს უგრძელდება კუდი, ხომე?
ე, ბიძია, იმიტომ ვუძახით მაგას უწინდელს და მის მერე მომხდარს – მას უკანდელს.
ახლა მითხარი შენე, მაგ ახლებური ლოგიკით, წინდებულსაც ხო უნდა ერქვას – უკანდებული? მიტო, რომე სიტყვის თავში რაც ეწერა, ის ხო წევიკითხე და მაშინათვე უკან მევიტოვე, ხომ კი?
ისთე, მაგ ამბის დამწყებს ქე ერგება რამე ჯილდო ალბათ, მარა დაწინაურება კი არა, არამედ ერთი კარქი დაუკანაურება… ფხუუკ!
მაისი 12th, 2010 at 18:25
ვაიმე, რამდენი ვიცინე
თქვენ გაიხარეთ!
აგვისტო 18th, 2010 at 11:58
[...] შეცდომაა: 3 დღის უკან, 2 წლის უკან სწორია: 3 დღის წინ, 2 წლის წინ (იხ. ეს!) [...]
აგვისტო 18th, 2010 at 15:29
მაგარია
მადლობა
ვიხარხარე და სამსახურში გიჟი ვეგონე ხალხს…
სექტემბერი 15th, 2010 at 23:07
[...] შეცდომაა: 3 დღის უკან, 2 წლის უკან სწორია: 3 დღის წინ, 2 წლის წინ (იხ. ეს!) [...]