რუბიკონი – თხა ვიყიდე, თხა გავყიდე
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიგურამა – არა, ძმაო, არაა ვაჭრუკანობა ჩემი საქმე. არ უნდა მომეკიდა ხელი.
რუბიკა – ვა! საქმეში მოინათლე? გილოცამ.
გურამა – ეგეც საქმეა, რაღა. დადექი ბაზარში და ყიდე მამიდას ჩამოტანილი ყველი, თან, ბოლოს ოცი ლარი ზარალიც შენ კისერზე…
რუბიკა – ვახ, შენ რა გითხრამ! ზნაჩიტ ნაღდია, თქვენ რო პასლოვიცი იძახით – თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე!
ოღონდაც უთხარი, ეგრე როგორ ახერხებთ, რო ნავაჭრი საქონელზე ნაკლები. შენ კაი კაცო, თუ იცოდი, რო ხეირი არა ნახამდი, მა რიღასთვინ ვაჭრობდი?
გურამა – ჰო, კაი, გეყო ახლა. მაგ საქმისთვის თქვენ გაუჩენიხართ ღმერთს, სხვაში არ ვარგიხართ თუ არა…
რუბიკა – იი! მა მუზიკაში? ჯერ მარტო ჩვენი მიშელ ლეგრანი ნახე…
გურამა – მაიცა, მაიცა, რა რეგლანი, კაცია თუ პალტო?
რუბიკა – იიი! შენ მაგდენი საიდან იცი? ხანდახან შენი განათლებით ძალიანა ვკვირდები. ეგეთი რამეების ცოდნა ამჟღავნებ ხოლმე, რო კაცი იტყვის – სომეხია.
გურამა – რას ამიკელი ამ ტრაბახით. ისიც ვერ გავიგე წესიერად – ვინ ხართ, საიდან მოსულხართ, რა რჯულისა ხართ.
რუბიკა – მაგას რა დიდი გაგება უნდა. ჩვენი ხალხი არის ყველაზე ჯიგარი და თანაც ყველა ეგეთი სპეტაკი, როგორც რო ჩვენი არარატი…
გურამა – კარგი რა კაცო, რატომაა თქვენი? რა გაახურეთ ამ არარატით და საერთოდ, რატომაა თქვენი?
რუბიკა – იი! რა რატო, პატარა რო იყო, შენ უვლიდი?
დატოვე კომენტარი