28 აპრ 2009

საქართველო ნატოში

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: იუმორი

ადრე სპარსეთს ვაშინებდით შეძახილით – რუსი მოდის!
ახლა რუსეთს შევაშინებთ შეძახილით – ბუში მოდის!
ვანკა მიდის, ჯორჯი მოდის, ფულის დიდი კუში მოდის,
ამ მომავლის მომლოდინეს ქართველს ნერწყვის დუჟი მოდის,
არ ჩამოვა? სხვას ვიპოვით, არ დავიწყებთ დიდხანს ლოდინს,
ნეტავ ბოლოს რა ფილთაქვა მოერგება ჩვენგვარ როდინს.
ეს შოშიას ბარტყის პოზაც მოგვბეზრდება ნეტავ როდის?
სანამ სული არ გაგვძვრება, არ დავიწყებთ სანამ ხროტინს!

***
ამ ხუმრობა-ხუმრობაში მართლა მიდის მგონი რუსი,
ბინძური და აბეზარი, როგორც ნეხვის ხარაბუზი,
აქეთ ჩვენი სისხლი ხვრიპა, მოინელა იქით პრუსი,
ამ ხვანხვალში უკანალზე შემოაცვდა ბოლო ტრუსი,
მიდის ვანკა, აღარ შველის მუქარა და ტყუილიო,
ვის ადარდებს აწი მისი ბოღმიანი ყმუილიო,
ჩემო ხალხო, წინ ასეთი მონდომებით თუ ივლიო,
ნატო ისე არ აგვცდება, როგორც ნიფხავს კუილიო.

pixelstats trackingpixel

ერთი გამოხმაურება to “საქართველო ნატოში”

  1. tamuna ამბობს:

    :) არა მგონია ასე ადვილად წავიდეს რუსი.

დატოვე კომენტარი