29 აპრ 2009

ზნენი სამამაცონი – 11, როკვა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისით როკვა ცეკვისგან უნდა გაიმიჯნოს: თუ ცეკვაში სახიობის ელემენტები სჭარბობს, როკვა უფრო რაიმე რიტმის ან ჰანგის თანხლებით შესრულებული სეფურია, გამიზნული ამა თუ იმ მოძრაობის დასახვეწად, საგანგებო რიტმული მოძრაობისა და შესაბამისი სუნთქვის დასაუფლებლად.
უხსოვარ წარსულში როკვის მეშვეობით ხდებოდა რომელიმე ღვთაების ხატებაში გარდასახვა. მსგავსი რამ ცნობილი იყო ანტიკურ საბერძნეთსა და რომში და სრულდებოდა როგორც იარაღით, ასევე უიარაღოდ.
ჩვენში დღემდეა შემორჩენილი ჭიდაობის დაწყებამდე მორკინეთა როკვის ოდინდელი ჩვეულება.

ბასტი – ფერხთა ცემით როკვა
გასტიბუბუ – როკვა
გოგმანი – სანდომი ჩქარი როკვა
თულო – ფერხულში როკვა
კოჭა – ბუქნასავით
სრიკა – ფეხის სწრაფი გასმა როკვაში
ფერხისი – მრავალთ მობმით როკვა
ძნობა – მობმით როკვა
ჩამბალალა –
ცუნდრუკი – უგვანი როკვა, ჩინდრიკი, ტაბაცობა
ჯუნდრუკი –

pixelstats trackingpixel

ერთი გამოხმაურება to “ზნენი სამამაცონი – 11, როკვა”

  1. ელდორადო ამბობს:

    ძალიან საინტერესოა.

დატოვე კომენტარი