ზნენი სამამაცონი – 13, ცურვის ხერხები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონიაქ აღწერილ ცურვის სახეობათა ნაწილს ერთი შეხედვით პირდაპირი გამოყენებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ხელს უწყობდა კუნთების ცალკეულ კომპლექსთა განვითარებას ისევე, როგორც შეზღუდული ჭიდაობები. ამავე დროს მოვარჯიშე იწვრთნებოდა საგანგებო შემთხვევისთვის (მაგ. ხელში დაჭრილი გაცურავდა გვერდულით, ხელშებორკილი – ირმულით და ა.შ.). იმერეთში (“უხელიას” სახელწოდებით) და ქართლში (“სარულის” სახელწოდებით) დღემდეა შემორჩენილი წყლიდან შვეულად ამოსვლაში გაჯიბრება. მაგარ ბიჭობად ბოქვენის გამოჩენა ითვლება.
XIX საუკუნეში მაშველი სადგურის მოცურავემ მემედ ბედიამ ბათუმიდან ფოთამდე წყლიდან ამოუსვლელად დაფარა 53 კილომეტრი, მაგრამ ეს ფაქტი მალე მიეცა დავიწყებას, ხოლო ფრანგი მიშელის მიერ 32 კილომეტრიანი ლა–მანშის გადაცურვის ცნობამ მსოფლიო მოიარა და დიდხანს იყო ფრანგთა სიამაყის საგანი. ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნიჭსა და ცოდნას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ჭირდება, თუ გინდა რომ მიმდევარი გამოუჩნდეს და საყოველთაო პატივისცემისა და გაბაძვის საგნად იქცეს. დადებით მაგალითად კმარა, თუ რა წარმატებას მიაღწია ქართულმა საჭადრაკო სკოლამ ქალბატონი ნონას მიერ გაკვალული ბილიკით.
2002 წლის სექტემბერში ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის უძველესი კოლხური ხერხით, ხელფეხშეკრულმა გადასცურა დარდანელის სრუტე და, როგორც ჩანს, იგი ამ მიღწევაზე გაჩერებას არ აპირებს.
ბაყაყური – ბრასივით, ღვაჭიჭური, მაყაყურა
გვერდული – ცალხელია
გულაღური – ზურგული, პირაღმა, ზურგზე ცურვა
ირმული – პირდაღმა, ხელები ზურგზე
კამეჩური – მორევიდან გამოსაცური (ქიზიყ.)
კოლხური – ხელფეხშეკრული
მგზავრულა –
მკლავური – კროლივით
მხარული –
ოფოფური – პირდაღმა, ხელებშეკრული
პირშეღმა – დინების საპირისპიროდ
სარული – უხელია, შვეულად
ტივტივი –
ტივური –
ღვანღვალი – ნელი ცურვა
ღურჭუმელა – ყვინთვა, ყურვა
ყვინია – წყალქვეშა
ყურყუმელა – წყალში თავდაღმა ჩასვლა
ცორიალი – მჩატედ ცურვა
ცოკიალი – დაუყურავად ცურვა
ძაღლური –
წაკრია – მკლავურივით
აპრილი 30th, 2009 at 20:10
1) ქართულ ცურვაში კიდურების მოძრაობა საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით (ამითაა უნიკალური). მაშინ, როდესაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება «ცურვა» მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი – თავი შეიმაგროს წყლის ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით.
2) კოლხური არის, როგორც ხელფეხშეკრული ისე თავისუფალიც
იხილე,
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98