ზნენი სამამაცონი – 14, მშვილდოსნობა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი“ესროლა ბერმა პაპამა, ჯიხვი რქით გადმოეკიდა”
ხალხური
ურარტუს დედაქალაქ ტუშფაში ნაპოვნ ქვაზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: “არგიშტი რუსას ძემ ამ ადგილიდან, გილუნარის ტყის პირას, ისარი ტყორცნა იშფილინი ბათუს ძის ბაღამდე, 950 წყრთის (476 მ.) მანძილზე”.
ფრანგი მოგზაურის, ჟან ბატისტ ტავერნიეს თქმით: “ქართველები შვილდ–ისარს ხმარობენ საოცარი სიმარდით და მთელს აზიაში საუკეთესო სახელი აქვთ განთქმული”.
განსაკუთრებული დასაბუთება არც ჭირდება იმ ფაქტს, რომ ნიადაგ მებრძოლი ხალხის ყოფიერებაში გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა მშვილდის, იმ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი სასროლი იარაღის დამზადებისა და მოხმარების ცოდნას. ეს ცოდნა, სხვასთან შედარებით, კარგად არის შემონახული და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს საკმაოდ ვრცელი მასალა ამ თემაზე. ძირითად წყაროდ მივუთითებთ აკადემიკოს ვ. ელაშვილის ნაშრომს “მშვილდოსნობა”, დასტამბულს თბილისში 1959 წელს.
ივლისი 24th, 2009 at 12:54
სად შეიძლება ვნახო ვ. ელაშვილის ნაშრომი “მშვილდონობა”
წინასწარ დიდი მადლობა
ივლისი 24th, 2009 at 14:16
სამწუხაროდ ვისთანაც მეგულებოდა, ცოცხალი აღარ არის. მე კი მახსოვს მქონდა გაქსეროქსებული, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.
სპორტის აკადემიის ბიბლიოთეკა კი უცხო ენათა უნივერსიტეტშია ამჟამად შეხიზნული და ის ყუთები, სადაც ეგ წიგნი უნდა იდოს, რამდენადაც ვიცი ჯერ არ ამოულაგებიათ.
ისე კი ნამდვილად იქ უნდა იყოს. თუ ვინმე ნაცნობი გეგულება იქ, მიაგნებ.
ანდა ჩემი სახელით შეეხმიანე დათო გულბანს და შესაძლოა მის ჯგუფშიც ჰქონდეს ვისმე – 898108582
სექტემბერი 21st, 2009 at 14:18
კიდევ რა ინფორნმაცია შეიძლება მოვიძიოთ მშვილდოსნებზე?
სექტემბერი 21st, 2009 at 17:20
ქალბატონო მანანა,
აქვე, ჩემს გვერდზე, მიდევს თარგმანი იარაღთმცოდნე ჩახკიევის წიგნისა – კავკასიური იარაღი და იქაც საკმაო ინფორმაციაა
ივნისი 8th, 2010 at 16:48
მშვილდოსნობა ყველაზე მაგარიი სპორტიაა… დიდი მონდომება სჭირდება თუ გინდა რომ რაიმეს მმიაღწიო… მე პირადად დავდივარ და ძალიანაც მონდომებული ვარ და ძალიან მიყვარსს… ვეცდები წიგნი მოვძებნო და უფრო მეტი რამ გავიგო ამ სპორტის შესახებ
ნოემბერი 28th, 2010 at 11:58
ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გამიხარდა, რომ თქვენ ასე გაინტერესბთ მშვილდოსნობა და მისი ისტორია. მე პირადად ვიცნობდი ბატონ ვასო ელოშვილის და მისი წიგნიც მე მაქვს. ამის გარდა მრავალი რამ საინტერესო არის ლიტერატურაში მშვილდოსნობის შესახებ.
ვისაც გაინტერესბთ მომწერეთ და მოგაწვდით ინფორმაციას. terunashvili.tengiz@heel.com.ge