“პრო დომო სუა” (საკუთარი სახლისთვის)
ლათინური გამოთქმა
თავდავიწყებით მოვქაფოთ ფული, შესაძლებლობა ამისი თუა,
არ მივიკაროთ თვალებზე რული
პრო დომო სუა.
მოყვასს არათუ ვარგუნოთ ძღვენი, არ მოვუტეხოთ თვით პურის ყუა,
გამოვიყენოთ უნარი ჩვენი,
პრო დომო სუა.
ხალხმა, რაც უნდა, ის დამიძახოს, ძაღლისშვილი თუ ჯოღორისკუა,
ოღონდ ყველაფრის გაზიდვა შევძლო
პრო დომო სუა.
ასე ირჯება ჩვენში ყოველი, მოეკითხება ვისაც კი ჭკუა,
სხვისი ჭირისგან ხეირს მოველი
პრო დომო სუა.
.
დატოვე კომენტარი