30 აპრ 2009

იმერული დიალოგი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: იუმორი

- ტონიკო თუ გახსოვს შენე, ქე რო უფშტვენს მგონი პაწა, აგრაფინას ქორწილში რო გალუსტიკით მეიწლაწა, ფილდიკოსის ჩულქებიან ქალს რო თვალი დოუპრაწა, ერთი ხელით ხაჭაპური ჩანგალზე რო წამოაცვა, მეორეთი ბარკალს წაწვდა და ტყემალში ამოგნაწა, თელი სუფრა მოწრაწა და გალუსტიკზეც დეიწრაწა…

- ბეჩა! მახსოვს, აპა არა? ორი ჭიქა ჩაყლურწა და სუფრიდანაც გეიპარა, ფეხი ისთე ეშლებოდა, ჭიშკრამდე ვერ გეიარა, იქვე ბჟოლას მიეყუდა და ხმამაღლა გააქარა, ბოლოს, სახში წასაყვანათ პოლიკარპემ ჩეიბარა.

- ხოდა აწი მაგ ტონიკო გამოსულა დიდი კაცი. ახლა თითვან მიპასუხე, ვის აცხია თქვენში წრაწი.

pixelstats trackingpixel

2 გამოხმაურება to “იმერული დიალოგი”

  1. liako ამბობს:

    კარგად ვხალისობ….. ყველა თქვენ იუმორზე…ისე მეც იმერელი ვარ და რატომღაც ასეთ დიალოგებს არ შევსწრებივარ……

  2. მადი ამბობს:

    გენაცვალეთ..მეც იმერელი ვარ და მეც “ქე მემეწონა რავა ამფერი “”"დიალოგი….ეს საიტი ეხლა აღმოვაჩინე და ძალიანაც მომეწონა….გაიხარეთ თქვენ…

დატოვე კომენტარი