1 მაი 2009

რუბიკონი – გაორება

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – დღეს ჩვენი საწყალი სურიკა ბალნიცაში უთხრეს – რაზდვაენია ლიჩნოსტი. თითონ ხო არი, და მითომც კიდე ერთხელ თითონვე მანდვე არი.

ეგ ლევანდი გურამაც ხო მეფისტუფელივით არ მოგასვენებს. სპეციალნა მაგას დასდევდა, რო ბოლომდე გააგიჟოს.

მაგ დღეს საპარიკმახეროში შეუვარდა და ეძახის – ვა! სურიკ, შენა, ტო?

სურიკაც – ჰო, მე ვარ.

ვდრუგ დიდ სარკეშიც დაანახებს თავისი თავი – ვაჰ! ესეც შენა ხარ?

ამ დროს თან მაბილნიზეც მაგასთან რეკამს და იძახის – ალო, მე ვარ…

სურიკა – ვაჰ! მანდაც მე ვარ ტო?

და მაგისი ფსიხიკიც მაგდენი ვეღარ გაუძლო.

რაფიკა – ვაა! საწყალი. ნეტა პალატაში რამდენი კრავატი დაუდგეს?

ისე, რაღაც ამბავში დაჟე კარგიც არის, ხო იცი. აშუშენია აძინოჩესტვა არ გექნება. მა მე რო დედის ჩემის ერთა ვარ, ეგ უკეთესია?

რუბიკა – ეგაც კი მართალია, მაგრამ ისიც ხო მურტალია, რო არ იცი რომელი ნაღდი ხარ და რომელიც კიდე – ხიმერა, ელი.

აბა ერთი წარმაიდგინე, რო შენი კრავატში საბანი ახადებ და იქ კიდე უჟე შენა ხარ შენი ლუსიკასთან მწვარი.

არადა, თუ სხვა ვინმე შენი კრავატში ნახამდი, გააგდებდი მაინცა.
ეგ კიდე ეგრე ნაგლად გიყურებს, მითომც თქვენ ორში თითონ ნაღდი და შენ ფალშივი.

ისევ ვინუჟდენი ხარ, რო მითომც მანდ არაფერი, ეგრე დაწვე და სობსტვენი ცოლთან გრუპენსექსი ქნა.

ქალიც გიჟდება – ვა რუბიკ, შენა? მა ეს ვინღაა?
და თავისი პატიოსანი თავი ბოზი გონია, ელი.

pixelstats trackingpixel

დატოვე კომენტარი