რუბიკონი – ეგეთი ზანოსი, წინაღამ პანოსი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – ბატონო ვართან, ესეც თქვენი მაკასინი. ოღონდ სამი ლარი დაამატე, რადგანაც რომ ტყავი სლიშკამ გაძვირდა.
ბატონი ვართანი, საპარიხმახეროს გამგე – აბა შენა ყოფილხარ მელოჩნიკი, აი!
რუბიკა – იი! მერე და რა? განა მსოფლიოში შერლოკ ჰოლმსზე დიდი მელოჩნიკი ვინ იყო, რო? სულ მელოჩებში ქონდა თავისი ბალთავოი ცხვირი და გასპაჟა ზურაბაშვილივით იძახდა – ეშმაკი დეტალებშია!
და როგორ ეგ უყვართ მთელი სოფლიოს კაცობრიობის საზოგადოებრიობის ინტელიგენტნი ხალხების გემოვნებიანი მკითხველის კატეგორიები…
ვააჰ! წინაღამ არ გავიჭედე? აი, ეგ იყო ნაღდი ვირტუალნი ლაბირინტ სობსტვენნიხ მისლენნიხ დრამატიჩესკიხ გრამატიჩესკიხ სლოჟნოპადსტროენნიხ სპეციფიჩესკიხ ანტრაპოლოგიჩესკიხ… ვაი, ეხლა კი ნაღდად გავები…
ვართანი – იი! ინჩ ვართაპოლოგიჩესკიხ, ტო. ცოტა ეგრე უთხარი, რო მეც რამე გაგო, ელი.
რუბიკა – ხარაშო, სამი ლარი დაამატე, რადგანაც რომ ტყავი სლიშკამ გაძვირდა.
დატოვე კომენტარი