რუბიკონი – სუპრასტინის დამები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიხაზეინი მძღოლს – არტუშ, წავედით, ბენზინი ხომ ჩაასხი?
არტუშა – ეე, ბატონო გურამ, აბა ჩვენი ზავხოზი კაცია? ერთი ბეწო ჩამასხა და გაათავა.
ხაზეინი – რაიო!? ვა–ხა–ხა–ხა! ისე, მაგ ზავხოზს ისეთი გვარი აქ, ეგ ამბავი პირიქით უფრო მოუხდებოდა. რასტაკიანი რაღა გვარია გამაგებიე ერთი.
ამ დროს მანქანამ ზანტად, დიდი რადიუსით შემოუხვია და კინაღამ ამათ მანქანას გაეხახუნა.
არტუშა – იი! თუ მოხვევა გეზარება, წადი ტრამვაიზე დაჯექი! იი! ერთი ამას ნახე, მანქანაში ოფლის წველივით არა ზიოდა…
ხაზეინი – მეიცა, მეიცა, რასავით?
არტუშა – აი, თითქოს მაგისი პაპიკა ამ ქვეყნის კაროლია.
ხაზეინი – უფლისწული? ვა–ხა–ხა–ხახახააა! დღეს იმფრათ ხარ მომართული, რო მომკლავ სიცილით ალბათ. სვენებ–სვენებით მაინც ილაპარიკე შე ოხერო.
არტუშა – კაკრააზ! ხაზეინ–ჯან, დღეს ცოტა ადრე გაუშვი და შენც გადარჩები, მეც ჩემი ამბავი მივხედამ. სარატოვიდან სტუმრები მყამს, იგორ ილიჩ სუპრასტინი და თავისი ცოლი.
ხაზეინი – ვინ არი, ძველი მეგობარია?
არტუშა – ეგ ჯარში ჩემი პირის უფროსი იყო…
ხაზეინი – რაა?!
არტუშა – როტნი სტარშინა, ელი!
ხაზეინი – ააა–ხა–ხა–ხახახა! კაი, გაგიშვებ ადრე.
თუ გინდა, ჩემთან ამეიყვანე დაჩაზე. დასალევიც იქნება. შენ შენს სტარშინას გაუმასპინძლდი, მე ქალბატონს წევიყვან სანადიროდ.
არტუშა – ვახ! ცავატანემ! ოღონდ რო იცოდე, ვერა ნიკალაევნას ცოტა სიარული უჭირს, ეხლახან ფეხი იტკინა.
ხაზეინი – მაგას რა უჭირს შე კაცო. სულ არ მოუწევს სიარული. კოტრიალი ხო შოუძლია?
არტუშა – ეგეც გაუჭირდება, ვოზრასტ ნე პაზვოლიტ, ელი. ეგ ხო თავისი ქმარზე ათი წლით ვზროსლია…
ხაზეინი – რაიო! სათოფეზე არ მოეკაროთ ჩემ დაჩას, თვარა სიარულს კი არა, ფრენას გავახსენებ მაგ ბებერს, იცოდე.
არტუშა – ეე! ეგ ვერა და მაგენების გოგო კიდე ნაღდად დაფრინამს. ბალეტნი შკოლა ეხლა ამთავრებს. ერთ თვეში ეგზამენი აქვს გედების სევანის ტბაში.
ხაზეინი – რაიოო! ხოდა ექვსზე ჩემთან იყავით დარჭობილი. თქვენ ახალგაზდობა გეიხსენეთ, მე კიდე მაგ გოგოს ისე წავამეცადინებ ბუნების წიაღში, რო გადარიოს მთელი კომისია.
ოღონდ, ახლა არ მითხრა გოგოსაც რამე ჭირსო, თვარა…
დატოვე კომენტარი