5 მაი 2009

რუბიკონი – რა გქვია შენ

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – რუბიკ, გაიცანი ჩემი ახლობელი კაცია, მეცნიერი. დუშეთის სამედიცინო აკადემიაში გინეკოლოგიას კითხულობს.

რუბიკა – ოჩინ პრიატნეე, რუბენ შაშლიკიან, მოდელიორ–დიზაინერ.

გურამის ახლობელი კაცი – აგრეთვე დიდათ სასიამოვნო, ჩემო ბატონო, პარლამ სვინტრიძე, უმაღლესი განათლებით.

რუბიკა – თუ უკაცრავად არ ვიქნები, იქნებ გამაგებნებინოთ პარლამა რაზე გრქვიანთ, პარლამენტში ხართ დაბადვილი, შტო–ლი?

პარლამი – უიჰ, არა ჩემო ბატონო, მამას პარმენი ერქვა და დედას ლამზირა. მაგ სახელების შეერთებით გამოვიდა პარლამი. ქე რო მე დევიბადე, მაშვინ ჩვენსკენ წესად ქონებიათ ამფერი სახელწარმოება.

რუბიკა – ვაჰ! ხედამ შენა! კიდევ კარგი, რომ ჩვენსკენ არა ჰქონდათ, თორე ჩემი მამიკას რო სირანა რქვოდა და პაპიკას კიდე ვარდკესა, მე ეხლა რა, სირვარდა უნდა მრქმოდა?

არა, არა! სლავა ბოგუ, რო ჩვენთან მარტო პრედკების სახელები რქვამენ – ატსხიკა, ცოღიკა, პოღოსა, ვაღარშაკა და რამე.

აბა, მა ჩემი დის, სირანას და რაჩიკას შვილი რა გამოდის? სირჩიკა? ჯერ ისედაც ეგეთია და ეხლა პასპორტშიც ეგრე ეწეროს?

ანდაც არტავაზას და ლარისას გოგო? არტალა?

არტემა და როზას ბიჭი? არტროზა?

მიკიჩასი და რიფსიმესი? მიფსიმე?

ჰაიკუშას და არტუშას ბიჭი რაღა გამოვა? ჰაიკუტუშა?

შუშიკა და შურიკა? შუშურიკა?

არა, ძმაო, ჩვენ ეგეთი წესი არ გვაწყობს. ტრადიცია მაგისთვინ არის საჭიროვანი, რო დურაკობისგან გვიცვამს, ელი.

pixelstats trackingpixel

დატოვე კომენტარი