7 მაი 2009

ზნენი სამამაცონი – 25, საცემნი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი

“კოპალას, კარატიონსა, ლახტი აქვს მომარჯვებული”.
ხალხური

კვერთხი

გარდა საბრძოლო დანიშნულებისა, საცემი იარაღის ნაირსახეობა კვერთხი ოდითგან სარიტუალო დანიშნულებისა იყო. “მეთაურის კვერთხის” ეს ფრაგმენტი ჭიათურაში, გვარჯილის კლდეშია ნაპოვნი და ზედა პალეოლითს განეკუთვნება.

როცა გამუდმებით რიცხვით აღმატებულ მტერთან გიწევს ბრძოლა და დილიდან საღამომდე იარაღის ტრიალი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძალის გამოზოგვით ხარჯვას.

ამდენად, თუ სამკვეთლო იარაღის ერთ–ერთი დადებითი მახასიათებელი მისი სიმსუბუქეა (რათა ნაკლებად დაღალოს პატრონი), საცემი იარაღის მოხმარება განსაკუთრებულ ჯანს მოითხოვს.

იგი შედარებით მასიურია, მაგრამ სამაგიეროდ მის წინააღმდეგ უძლურია აფარებანი და დამცავი საჭურველი.საცემნი

ასეთი იარაღით მებრძოლნი ძირითადად ძლიერი აღნაგობისანი იყვნენ. ამის დასტურია “ვეფხისტყაოსნის” ეს სტრიქონებიც: “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა, მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შაირყეოდა”.

ამუდა, ემუდა – ჯაჭვებიანი რკინის ჯოხი
გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირისა
გურზი – უფრთო ლახტი
ეკალბურთა – ჯაჭვიანი საცემი
კედა – რკინის გრძელი ჯოხი
კვერთხი – საცემი იარაღი
კინიკეტი – ქარცახი, რკინის ჯოხი
ლახტი – უმკვეთლო საცემი
ომბოხი – კვერთხისნაირი
სანგი – რკინის დიდი კვერი
ურატა – მომცრო ურო
ურო – რკინის ხვედა
ხეტი – კაუჭიანი კინიკეტი

pixelstats trackingpixel

დატოვე კომენტარი