ზნენი სამამაცონი – 30, სამკვეთლონი, სატევარი
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი
ჯერ კიდევ III ათასწლეულში ჩვენს ერამდე, მელითონეობის გარიჟრაჟზე, სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღებს შორის ერთ–ერთი უმთავრესი ადგილი სწორედ სატევრის ფორმის ფართოპირიან ორლესულ მახვილებს ეკავა, რადგან მასალის სირბილე მოგრძო ფორმის იარაღის დამზადების საშუალებას არ იძლეოდა.
ზომითა და ფორმით ამ მახვილთა მსგავსება სატევართან ბუნებრივად განაპირობებდა საბრძოლო მოხმარების შესაბამის დინამიკას.
შემდგომში, ფოლადის დამკვიდრებასთან ერთად, მახვილიც დაწვრილდა და გაიზარდა სიგრძეში, მაგრამ მისი წინამორბედი იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ კიდევ 3 ათასი წელი იარსება, როგორც დამოუკიდებელმა სახეობამ და სატევრის სახით მოაღწია ჩვენამდე.
სატევრის ერთ–ერთ ნაირსახეობას ყელე ჰქვია, რაც ჯერ კიდევ იმდროინდელი უნდა იყოს, როცა ამ იარაღს არა მარტო საბრძოლო, არამედ მკვეთრად გამოხატული სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და ფალოსის თავისებურ სიმბოლოს წარმოადგენდა, ისევე როგორც აკინაკი.
მართალია 5 ათასი წლის ტრადიციამ მკაცრი ჩარჩო დაუწესა ამ იარაღის ფორმას, მაგრამ ერმიტაჟში შემონახულა თბილისელ ოსტატთა ნახელავი ყამა, რომელიც ორი ნახევრისაგან შედგება და საჭიროების შემთხვევაში იყოფა ორთავ ხელით სამოქმედოდ.
ბაზალა – ხანჯლის სახეობა
თილიყამყამი – დიდი სატევარი
იამანი – ცივი იარაღი ხატის ენაზე
სატევარი – დიდი ხანჯალი
ყამა – გადრეკილი სატევარი
ყელე – დიდი სატევარი
ცხემლაიში – დიდი სატევარი
ხანჯალი – ცალღარი, ორღარი, სამღარი, სუკიანი, წვერამდი დაწერილი, შავხალი
ხანჯლის ძმა –
ხანჯლისშვილა –
ტეგები: ბრინჯაო, იამანი, იარაღი, მახვილი, ორლესული, სატევარი, სახეობა, ფოლადი, ყელე, ხანჯალი
დეკემბერი 26th, 2010 at 17:42
დაახლოვებით რა შეიდზლება ღირდეს სურათში რომაა მეხუთე ასეთი ტიპის სატევარი