რუბიკონი – რუბიკა და კლასიკა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონინაშ სერვანტეს სდელალ ოჩინ პა არმიანსკი ტონკი ხოდ,
სპეციალნა პა ისპანსკი ნაპისალ ონ დონ კიხოტ.
ეგ დონკიხოტნი წიგნი ხო გსმენია?
ეგ რო დავინახე, სრაზუ გული მითხრა – რუბიკ, შენ მაგის წამკითხველოვი არა ხარ…
ზატო ჩვენი ლიტრატრის მასწაებელი ბოლომდე ეგ წაკითხვილი ჰქონდა და უროკზე მოგვიყოლა.
თურმე, ეგ დონკიხოტნი ერთი პრასტოი ინტილიგენტი იყო, მაგრამ ეგონა, რო დიდი ვინმეც არის და ვეჩნა სხვისი საქმეებში ცხვირი უყოფდა, რისთვინაც პასტაიანა ალიაქოთი, შარი და ქოთი.
მაგისი ბრანენოსეცი კიდე უფრო ჰაზრიანი მუჟიკი იყო, ვირზე ზიოდა და ფანჩო პარსა რქვოდა.
აი, ვიღაცას რო ეგ ახალი მოდა ჰგონია, ხედამ, თურმე ჯერ კიდევ როდის ეგეთი პარიხმახერები სერბობდნენ.
ვაბშეე, ვსიო ნოვი, ეტა ჟე ხარაშო ზაბიტი სტარი, ელი. რაც რო ეხლა ხდება, ეგ უჟე როდესღაც იყო. ჩვენი ფრანცუზები მაგას დეჟავუ ეძახიან.
აბა ეხლა უთხარი, მა მე მართალი არ ვიყავი, რო ორი თვე მაგ დონკიხოტნის კითხვილობაში არ დავხარჯე? ხო ხედამ, რო რაც რო შიგ ვაჟნი ეწერა, ზა პიატ მინუტ სვაბოდნად გითხარი.
სერვანტესი კიდე გენია ეძახიან, რახანც რომ არაფერზე მაგსისქე წიგნი დაწერა და კრუპნი განარარიც დაირტყა, მაააშ.
დატოვე კომენტარი