15 მაი 2009

რუბიკონი – ჟანრის კრიზისი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – რა მაგის პასუხია, და იმ დღეს ტელევიზორში ორი ნაკითხი კაცი ლაპარიკობდა, რომეო, ქართული ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა ჩამორჩაო…

ამეშალა ნევრები. დალოცვილისშვილო, მერსედესს რო ვერ უშობ, კიდე გასაგებლარია, მარა ეს ფანტასტიკა რაღაა, ამაშიც რო ვერ ივარგო. მარტვა ფანტაზია გინდა და ფანქარი.

ჰოდაა, გადავწყვიტე, რომე ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში.
ამის გაფიქრება იყო და თავიც გამინათდა. თლათ ახალი ჟანრი მევიგონე, ფანტასტიკური მინიატურა. მიგდე აწი ყური:

ზაფხულის ცხელი ღამე იყო. აივანზე, კუშეტკაზე ვიყავი წამოგორებული და ვიხვითქებოდი საცოდავათ. ამ დროს გრუხუნმა გამაჭყეტია თვალი.

გედვიხედე ყანისკენ და რას ვხედავ – კაი მოზდილა გობივით რაცხა აგდია და მის გარეშემო კენგურუსავით არსებები დაშლიგინობენ, ერთი–ორი კი არა, მერე.

ბიჭოს! კარქა შორიდან მოფრინავენ ეტყობა. მოშიებული ჩანარიენ. ხოდა, სიმინდის კვალში ძაძა ქე რო მაქ გაყოლებული, მიაძღენ იმას, მარა ვაი–საყვარელო!

რაფერ ისმუსნებიან თუ იცი? ქე რო მე კენგურუს კუდი მეგონა, ის ყოფილა იმათი ხორთუმი. მოხვევენ ამ ხორთუმს ძაძის ძირში, მოშვეტავენ და იტენიან იქვე, ხორთუმის ქვეშ, საცა კენგურუს ნაწყლი აქვენ, აპა!

პაწა ხანი რო გამოხდა, დეიწყეს ცურცვლა, აწი ქე მიხვდით ალბათ საიდანი. სწორედ მასთეა ჩემო ბატონო – საცა კენგურუს პირი აქვენ.

ვარ ასთე ჩაყუნცული და გასუნგული. რავა გევიღეფ ხმას. ვუჭვრიტინებ რიკულებიდან.

ერთი, ტანად მოზდილა, თლა უფროსია მაგენის, ეტყობა. დადგა უცეფ და დეიწყო პირით, ანუ მათებურად – ნაწყლით, ჩვენებურათ ლაპარიკი:

– ამხანაგებო! ამ შორეული პლანეტის აღმოჩენა მე მინდა ვუპატაკო კენგურეთის ცმაცუნისტური პარტიის 25 ყრილობას.

არც ძაძის უხვი მოსავალი იქნება ურიგო ნობათი ჩვენი სამშობლოს ბეღლებისათვის.

როგორც ამხანაგმა კუსკუს–პრუწუნმა აღნიშნა ნოვემბრის პლენუმზე, ძაძა + ერთობა = ნათელ მომავალს!

ვაშა ჩვენს დიდ ბელადსა და მის უტყუარ ალღოს!

აქ კი წამოვყავი თავი და დავჭექე – ამხანაგებო! ჩემი დამკვრელური ბრიგადის სახელით ვიღებ ვალდებულობას ხუთწლედის დამთავრებამდე მოძმე ცივილიზაციას მივაწოდოთ ასი ტონა მაღალხარისხოვანი ძაძა!

რუბიკა – იი! მუქთად, ტო?

გურამა – დედაა! ბოშო! თლათ ჩვენნაირები არ ყოფილენ! – იკივლეს კენგურუებმა და ნამეტანი მღელვარებისგან გული მეებჯინათ… ნაწყში.
რავარია?!

რუბიკა – ხოშიანი, მაგრამ ის მაინც ვერ გავიგე, მუქთად რატო? ყველას რო იქეთ უნდა, ეგეთი განა აქაური არ გვეყოფნებოდა?

დაიცა, მეც ხო შამიძლიან, რო ამ პისატელსკი საქმეში ერთი ჩემი კუკლივით აგური ჩავდო?

გურამა – აპა რაი. გისმენ ჩაყუნცული და გასუნგული.

რუბიკა – ოღონდ ჩემი განარარი მაგ შენი ძაძივით მუქთად არ იჩუქო ელი.

კაროჩე, წუხელ როზასთან აველი, კანიაკი და ბამბანერკი თან წავიღე. მთელი ღამე მანდ ვიყავი და ეგრე ვისიამოვნე, როგორც თაფლოვნების თვე.

გურამა – მერე? სად არის მანდ ფანტასტიკა?

რუბიკა – იი! ტუტუც! თუ ჩემი როზა ფანტასტიკა არ არი, მა შენი კენგურუა ფანტასტიკა?!

pixelstats trackingpixel

დატოვე კომენტარი