25 მაი 2009

რუბიკონი – სიყვარული ბრმაა?

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

როზა, ნეტავ რამ დაგბადა ეგრე საყვარელოვანი,

ვკუსნი, როგორც ლაღიძევსკი ხაჭაპური ფენოვანი,

ინდის ხურმის სიტკბო გაქ და ანანასის არამატი,

მაგრამ ჩემგან ეგრე შორს ხარ, როგორაც რომ არარატი,

დუთმა ნესვზე სოჩნი ხარ და სპელი, როგორც აბრიკოსი,

ნეტავ ცხვირიც გქონებოდა კბილის ექიმ თამრიკოსი,

ჩვენი უბნის ლამაზებში წაიყვანდი ვაბშეე სტოსი,

ფეხებიც რო გქონებოდა ბაღის გამგე ქეთინოსი,

ბიუსტი რო გქონებოდა ბუღალტერი მედიკოსი,

ტალია რო გქონებოდა ნოტარიუს ლიზიკოსი,

ყელ–კისერი მანანასი, თვალ–წარბები ნინიკოსი,

კანის ფერი იზოსი და ტუჩ–ნიკაპი თინიკოსი…

გურამ, რატომ შენ იცინი, რად ხარ ეგრე ცინიკოსი?
.

pixelstats trackingpixel

4 გამოხმაურება to “რუბიკონი – სიყვარული ბრმაა?”

  1. ელგუჯა მარღია ამბობს:

    მაგარია:)))

  2. მანჩო ამბობს:

    P. S. ერთ ცინიკოსს კი აიტანს შენისთანა ლირიკოსი…

  3. n.g. ამბობს:

    :) ))

  4. GRM ამბობს:

    ))) მე გურამი მქვია და ბოლოს მაგრად ჩაჯდა :D :D

დატოვე კომენტარი