რუბიკონი – შენ გიმღერდნენ ბულბულები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონიჩემ ქალაქის სილამაზე მთვარის შუქზედ სულ სხვა არი,
ცხადი სიზმარს ეხუტება და იშლება ვაბშე ზღვარი,
მახათადან მთაწმინდამდე ვარსკლავების დგება ჯარი,
თეთრ კიტელში თავს იწონებს მთვარე, მათი გენერალი,
ქვემოთ, ვერცხლის ქამარივით მოციმციმებს დინჯი მტკვარი,
ეს ხომ ჩემი თბილისია, სამღერელი, საფიცარი,
ქიციც იცის, ქიცმაცუნიც, წყნარიც არი, ცქაფიც არი,
ჩემსნაირ კაცს რო ამღერებს, მა არ არი საოცარი,
აქ ვერავინ დაგიკავოს სიყვარული, შენი წილი,
და ჰალალი შრომის შემდეგ ყარაჩოღლის ტკბილი ძილი,
ვინც რომ ერთხელ გინახულებს, უნდა შენზედ ლოცვილობა,
ღმერთმა უფრო მეტი მოგცეს დღეობა და ქორწილობა,
თუმც ვინ მამცა შენს სამღერლად მაგოდენა მოცლილობა,
ჩემი საქმე კერვა არის, ტრადიციის მორჩილობა,
პირველ რიგში მევალება ჩემი დანის ლესვილობა,
ამ მახათის წვეტილობა, მისი ძაფის გოზვილობა,
შენ გიმღერდნენ ბულბულები, იეთიმი და საიათნოვა,
ერთი ორი კარგი ლექსი გრიშაშვილიც დაგვიტოვა,
გული მიგრძნობს, კიდე ვნახამ პურმარილით სამსე ტივებს,
სულ გიმღერებ, სააქაო სანამდინაც მატივტივებს.
.
დატოვე კომენტარი