იცვლებიან მთავრობები და ეს 20 წლის ლექსი კი, სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალურია
ჩემს საყვარელ მთავრობასთან შეკითხვა მაქვს პაწია –
დაპირების შესანახად თუ ივარგებს კვაწია.
გეკითხებით, რადგან არ მაქვს სხვა რამე შესანახი,
ნატვრაშიაც აღარ შემრჩა ხაშლამა და ჩანახი.
პური მშივა, ვისღა ახსოვს ჩიხირთმა და არტალა,
გამოვფხიკე, გამოვლოკე ქვაბი, ქოცო, კარდალა.
აღარც ყველი მიჭამია, აღარც მისი მაგვანი,
დამავიწყდა, რისთვის მედგა ხალამი და დაგვანი.
გულს მიღონებს ცარიელი თანგირა და გვადრაკი,
თქვენ ამივსებთ? არ გაიშვა ისემც თქვენი ნატ….
.
დეკემბერი 8th, 2009 at 11:44
ბატონო კობა!
რამდენი ლექსიც თქვენი წავიკითხე იმდენი სკოლის მერე აღარ წამიკითხავს. ძალიან მომეწონა ყველა, რადგან საერთოდ არ მიყვარს ლექსები არაფრის შესახებ, თქვენი ყველა ლექსი კი ღრმა აზრით გამოირჩევა, ამასთანევე დაფიქრების საბაბს იძლევა.
ლექსში “პური მშივა” გამოთქმული მთლიანად ეწინააღმდეგება ამას: ” იქნებ დროა, ნაშიერი ჩვენი, უკეთესი ხედვა რომ აქვს ახლის, წინ გავიგდოთ და მივსდიოთ კვალში…” ალბათ სხვადასხვა დროსაა დაწერილი. ახლა როგორ ფიქრობთ, რომელია მართალი?
P.S. ასეთი ლექსების ავტორს ხალხი უნდა იცნობდეს. გთხოვთ დააყენოთ ავატარი (თქვენი სურათი) ჩემს ფორუმზე ან გამომიგზავნეთ ემაილზე და ჩვენ დავაყენებთ.
დეკემბერი 8th, 2009 at 12:11
ჰაჰაჰა! ორივე მართალია ბადრი და აი რატომ – საქართველოს მომავალი ჩვენზე უკეთესმა ჩვენმა შვილებმა უნდა აშენონ, ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს იმ ხელისუფლებაში, რომელსაც გარდამავალი პერიოდი ერგო წილად და ასეთი პერიოდის ხელისუფლება არსად ყოფილა პოპულარული.
პური მშივა კი მართლა ადრე დაწერილია და 90-იანების დასაწყისის განწყობას ასახავს.
თებერვალი 4th, 2011 at 17:32
მშია