28 მაი 2009

ძირს ამპარტავნება!

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: იუმორი

გულაზიზი ხომ არ ხართ რომელიმე?

მაშინ მისმინეთ გულდასმით:

ჰომო ერექტუსიდან რომ ვიანგარიშოთ კაცის წარმომავლობა და იმდროინდელი ათასიოდე ერექტუსი და დღევანდელი 6 მილიარდი ადამიანი გავასაშუალოთ გინდაც ნახევარ მილიარდად,

და თითო კაცზე დღეში ერთი კილო კურკლი ვიანგარიშოთ,

ეს არის დღეში 50 000 000 ტონა,

წელიწადში 15 მილიარდი ტონა,

მილიონი წლის განმავლობაში კი ჩვენი ერთადერთი სადგური, დედამიწა, სულ ცოტა, 15 000 000 000 000 000 ტონა განავლით შეგვიმკია.

ანუ, ამ მასას უმასპინძლა დედამიწის მყარი ზედაპირის დაახლოებით 150 000 000 კვადრატულმა კილომეტრმა.

თითო კვადრატულ კილომეტრზე ასი მილიონი ტონა გამოდის. ეს კი, წყლის სიმკვრივეც კი რომ მივანიჭოთ, 100 000 000 კუბური მეტრია.

გამოდის, რომ დღეს, ხმელეთის ყოველ კვადრატულ მეტრზე, თავის ანტარქტიდიან-გრენლანდიიანად, ამ მასის ასმეტრიანი სვეტი უნდა იდგეს.

და თუ არ დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სვეტს რაც ემატება, ის აკლდება, ანუ ადამიანი, კარგა ხანია, მიირთმევს წინაპრის დანატოვარს და თავადაც იგივეს უტოვებს შთამომავლობას.

არა, სინამდვილეში მართლა ასი მეტრი კი ვერ იქნებოდა. ცოტა აორთქლდებოდა, ცოტაც გაშრობისას დაიწევდა და ასე, მეტრი და სამოცდარვა სანტიმეტრი თუ დარჩებოდა სულ, მაგრამ ეს ხომ სრულიად საკმარისია, რომ ყელამდე ამ სიკეთეში ვყოფილიყავით.

აი, რატომაა ამპარტავნება სასაცილო.

მოკრძალებულ კაცს გაუმარჯოს, ბატონებო!

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , ,

3 გამოხმაურება to “ძირს ამპარტავნება!”

  1. sa ამბობს:

    “მარტივი ლოგიკა” :) )))))))

  2. ჯიმშერგიგლა ამბობს:

    კობაჯან ცავატანემ, ეს რა ინწერესნი რაღაცაზე წერამ, იქნებ აორთქლდა ან რუსეთში დააექპორტეს? მაგათ მაინც ქაქის არაყი ყვარობენ :) მე არ მიჭამიან მამიჩემისა და ვინა ჭამა ჩორტევოზნაეტ :)

  3. მადი ამბობს:

    მოკრძალებულ კაცს გაუმარჯოს, ბატონებო!

დატოვე კომენტარი