სტალინის გამონათქვამები
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: თარგმანები***
გულწრფელი დიპლომატი ისე ჟღერს, როგორც მშრალი წყალი ან ხის რკინა.
***
ერთის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა – სტატისტიკა.
***
ყველა განავრცობს საკუთარ სისტემას იმ ფარგლებში, რასაც მისი არმია გაწვდება.
***
ისტორია ცხადყოფს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ.
***
ერთი რამისა მწამს მხოლოდ – ადამიანთა ძალაუფლების ჟამის დადგომისა.
***
მე საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი.
***
იდეა იარაღზე ძლიერი იარაღია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?
***
თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს “მშვიდობიან კონფერენციას”, უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფრინავები.
***
საბჭოთა არმიაში უკანდახევას მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე შეტევას.
***
ვინც ხმას იძლევა, არაფერს წყვეტს. ვინც ითვლის, ის წყვეტს ყველაფერს.
***
ნამდვილი ძალა გრძელი შაშხანიდან მოდის.
***
რომის პაპი? განა რამდენ დივიზიას ფლობს იგი?
***
მწერალი ინჟინერია ადამიანის სულისა.
***
კაპიტალისტი თავად მოგყიდის თავის ჩამოსახრჩობ თოკს.
***
მოკვდი და არ უკუიქცე.
***
სტალინმა ვინმე ისაკოვს შესთავაზა მაღალი თანამდებობა. მან მოკრძალებით შეახსენა, რომ ცალი ფეხი არ აქვს.
– ფეხს რა უჭირს, შენს წინამორბედს თავი არ ჰქონდაო.
***
ჩერჩილმა მოკავშირეებს მთელი გერმანული ფლოტის ჩაძირვა შეთავაზა.
სტალინმა უპასუხა – მოდი ჯერ გავიყოთ და თქვენ თქვენი წილი ჩაძირეთო.
***
ამერიკელი ჟურნალისტი ეუბნება სტალინს: ჩვენთან დემოკრატიაა, შეიძლება დადგე ქუჩაში და იძახო – ძირს ტრუმენი.
სტალინი: დიდი ამბავი, ჩვენთანაც შეგიძლია იძახო – ძირს ტრუმენი.
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ
.
ივლისი 6th, 2010 at 22:53
მწერალი მართლა ინჟინერია ადამიანის სულისა
იანვარი 13th, 2012 at 21:31
კი,მაგრამ რატომ რომის პაპი,სტალინი და რუბიკას გაურკვეველი მარაზმები?არადა,ასეთი ნიჭიერი ხალხი ხართ.გულდასაწყვეტია…
თებერვალი 2nd, 2012 at 21:34
ხალხი არ ვარ ჯერ ეკატერინე. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ არ მოგეწონათ, ასობით ადამიანის თხოვნით დაიწერა და ის ადამიანები ბევრს ხალისობენ, მე კი მიყვარს, როცა ადამიანები კარ ხასიათზე დგებიან. ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს კაცმა.