პატარა კახთან ერთ ვაჭარს მიუტანია დესაუ – ევროპელობა თუ გინდა, უნდა დაიდგა ესაო.
უთქვია ერეკლესაო – შარი არ მინდა დღესაო, რა ოხრად მინდა დესაუ, დღე და ღამ ხმალსა ვლესავო…
ვაჭარი ეტყვის – მეფე–ჯან, ეგრე მეგონა მეცაო, მაგრამ ფრიდრიხის დვარეცში ეგრევე თვალში მეცაო, ნაპალეონიც აგროვებს ათასგვარ–ათასფერსაო,
მასალის პასტავშიკია გვინეა, ჰამაც ბისაუ.
პატარა კახი გაბრაზდა, თვალები დააკვესაო, ტახტიდან წამოფრინდება, მათრახს გაივლებს ხელსაო – ვიდრე მე ეგ არ დავიდგა, არ გესმას ჩემი კვნესაო, ზარბაზნის ფასი რად მივცე გაპრიალებულ ხესაო, კარს ომი შამამდგომია, მაგით შევასკდე მტერსაო?
გამასწარ, სინამ გამსგავსე აღა–მახმადის … წვერსაო…
.
ტეგები: დესაუ, ევროპელობა, ვაჭარი, კახი
აპრილი 27th, 2010 at 15:26
P. S. ღმერთმა გვიმრავლოს მისთანა “გიჟ–ვრაცუები” დღესაო…
მაისი 13th, 2010 at 15:02