რუბიკონი – გვეშველება რამე?
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – ერთხელ, ჯეელობაში, სლუჩაინად ვრაცებთან პურისჭამაში ეგრე მოვყევი, როგორც რო ავარიაში.
მამა–ჯაან, ეგ რა იყო! ყველა ტოსტი უკუღმა იძახდნენ.
ნაპრიმერ, ერთი ვინმეს მაგისთვინ აქებდნენ, რადგანაც რომ მაგან, ჯარში რო იყო, თავის გენერალის ცოლი იხმარა და მითომ ეგ არის პატრიოტიზმი, ელი.
მერეო, მოსკოვში მანქნის საყიდლად წავიდა, მაგრამ შემთხვევით “ვრემიას” დიკტორშა გაიცნო და მთელი ეგ ფული რესტორანში მაგაზე დახარჯაო…
ბოლოს კიდე მაგ რესტორანში ხუთი კაცი სცემა და დიდი სარკე ჩატეხაო, აი, ეგეთი მაგარიაო, მაგას გაუმარჯოსო, ჩვენი სიამაყოსო და ეგეთი რამეები.
აბა ეხლა უთხარი, სინამ ეგეთი ხალხი აქა ცხოვრობს, ამ ქვეყანას რამე ეშველება?
გურამა – გვეშველა და ეგ არი. ვერ ხედავ, რა ტემპით მივიწევთ ნატოსკენ?
რუბიკა – მერე რა გარანტია გაქ, რო იქაც ეგრეთი რამეები ქნამ და ეგენებიც რუსებსავით მაითმენენ? ხო გაგიგია, შაჩვეული ჭირი გერჩივნოსო…
გურამა – ჭირი და ზახრუმა ჩვენ მტერს, ჩემო რუბიკა და ჩვენ კიდო გედევიდოთ აწი ფეხი ფეხზე და ვიყოთ არხეინად.
რავა, რითი არ დევიმსახურეთ, ერთი მითხარი.
დღეს დასავლური კულტურა დასავლეთს არ აქვს ჩვენფერი,
ვის რაღად უნდა ჩვენს დროში ყურძნის და ჩაის მკრეფელი,
ვართ ჰამბურგერის მღეჭველი, კოკა–კოლათი მჭყეპელი,
სულ მოსახლეზეც მეტი გვყავს მენეჯერი და რეპერი,
ევროპამ კარი გაგვიღო, გვიხმობს მეძავი ბებერი,
იქითკენ – ნატო გვიღიმის, სუყველა ომის მგებელი,
ფეხს ვეღარ მოგვჭამს რუსეთი, ახვარი, სისხლის მხვრეპელი,
ამის გარანტად გვიდგება იაფ დე ჰოოპ სხეფერი.
.
ტეგები: პატრიოტიზმი, რუბიკონი, სარკე
დატოვე კომენტარი