31 მაი 2009
რუბიკონი – აბესალომ, აბესალომ
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – სურიკა, ჩვენი ოპერაში რო ლიტავრაზე უკრამდა, მირავოი ლიტავრშიკების დესიატკაში ზიოდა.
მაგას ოთხი შვილი ჰყამდა, სამი ბიჭი, ორიც – გოგო.
გურამა – ეგ ხუთია.
რუბიკა – შენ ეგრე ანგარიშობ, მითომ ლეკვი ლომისა უჟე სწორეა.
პირველი გოგო რო მაგას ეყოლა, მაშინ ჩვენი ოპერაში “პორგი და ბესი ” მიდიოდა და მაგანაც ბავშს ბესიკი დაარქვა.
როცა “ლატავრა” მიდიოდა, მაშინ ტყუპი ეყოლა და ეგაც ლატავრა და ლიტავრა დაარქვა.
თან, შემოკლებით, ლიტი და ლატი ეძახიან, მითომც პრიბალტიკის ფულები.
ბოლო ტყუპი კიდე მაშინ გაუჩნდა, როცა “აბესალომი და ეთერი” მიდიოდა. ბიჭებიც ეგრე გახდნენ აბო და სალომე.
ისე, ჩემი პლემიანიკიც აბო ვეძახით, ოღონდ მაგას პასპორტში აბორიგენი უწერია.
.
დატოვე კომენტარი