თავდახრილი, კისერგაძგიბული მიუყვება სულისშემხუთველ აღმართს. თანდათან მძიმდება ტვირთი, მაგრამ ბინდი მოხშირდა და დაასვენებენ საცაა ალბათ.
მთის ქუდურზე კი დღითიდღე მატულობს გათლილი ქვის გორა, რომელიც მალე ყაზბეგის კალთას მიხატულ გერგეტის სამებად ჩამოიქნება.
ბოლოს ლოდის სიმძიმემ ჩაუკეცა მუხლი თუ სიბერემ, არავინ უწყის, მაგრამ ის ხომ ცხადია, რომ საქართველო მისთვის, ზოგი კაცისგან განსხვავებით, მხოლოდ საძოვარი კი არა, საპალნეც იყო.
ივლისი 21st, 2010 at 09:13
ეს ლოდი მსუბუქად გვეტარებინოს.