რუბიკონი – სიბრძნე კომპოზიტისა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – ეს ქართველები ხო კამერჩესკი ნიუხი ვაბშეე, არა გაქთ, ელი. ღმერთი მუქთათ მაგდენი რამე გჩუქა, შენ კიდე დახლამდინაც ვერ მიგიტანია.
რო იძახი, რო რუსები შენი ღვინოზე და მინერალკაზე ზაპრეტი ქნეს, იმ სპისოკში ყველაფერი ხო არა სწერია. შენც ადექი და რამე ახალი კამბინაცია ქენი, რაღა, რო რუსები არ უთხრან – აკრძალვილია!
ნაპრიმერ, თუ ჩორნი სპისოკში ნახო ცოლიკაური და მუკუზანი, შენც ერთმანეთში აურიე და დააწერე “ცოლიკუზანი”.
სინამ ეგენი რამე გაგებენ, შენ ხო შენი ხეირი ნახებ.
მინერალკაც ეგრე, აიღე ნაბეღლავი, ბორჯომი და ზვარე, შააერთე და დააწერე “ნა–ბო–ზვარე”. ეგეც შენი ახალი ბრენდები…
გურამა – თუ კარგია, შენ თითონ დაამყნე ერთმანეთზე ახტამარი, არარატი, ლენინაკანი და გამოგივა ახტრაკანი…
რუბიკა – უმაგისოდაც ყველა იცის, ვინ ჩვენს შორის ტრაკანი. საქმე თუ არა ნახე, ჩემთან სპორი რა ხეირი მოგცემს?
გურამა – რა და ერთ კაი ლექსს დაგიწერ და ფულსაც დაგაყაჭვიებ.
რუბიკა – აბა მიდი.
გურამა – ომახიანი სომეხი ქუხ–ქუხებს, როგორც ქვემეხი! როგორია?
რუბიკა – ვაი! ლავა, ცავატანემ, ლავა, მაგრამ ჯიბეზე მაგდენი ფული რო არა მაქს? მოდი რა, ეგ ლექსი მსესხე…
დატოვე კომენტარი