რუბიკონი – არტურა პოლიტიკაში
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონირუბიკა – არტუშ, საღამოთი შენთან ამოვალ, თავი მაქს გასაკრეჭი.
არტუშა – იზვინი რუბიკ–ჯან, მე მაგ საქმეს შევეშვი, სხვა ცხოვრება ვიწყებ.
რუბიკა – ვაჰ! ქალაქში პირველი პარიხმახერი კაცი ხარ, ყველა გიცნობს და გაფასებს. ვისაც გინდა ჰკითხო, ყველა ეტყვის არტუშა ვინ არი. განა ამაზე კრუპნი რა უნდა გახდე?
არტუშა – პოლიტიკური ლიდერი.
რუბიკა – ლიდერი არა ფიდერი. ლიდერი არი ფიდელი. არა, მე უსპეხები გისურვებ, მაგრამ ჩემი სავეტი დაიხსომე – შენი ძველი ხელობა არ დაივიწყო.
გურამა – ეს სიმღერაც ახლავე დეისტავლე:
ლიდერობა არ იქნება, არ იქნება ძალადა,
სხვისი ლანძღვა, თავის ქება არ ღირს კონა ჩალადა,
ალბათ მალე დასრულდება ცრუპენტელთა პარადი,
ხალხის თვალში ნაცრის შეყრა ვერ იქნება მარადი,
ამიტომაც, სანამ შემრჩა ორიოდე მანათი,
მიჯობს ისევ მოვიზომო ჩემი თეთრი ხალათი.
რუბიკა – დაიცა, ტო, პარლამენტში რა გინდა. შენ როგორ ზაკონები დასწერამ?
არტურა – იი! რატომ არა, რო? მანდ რო ერთი ელიჩკა უზით, მითომ მაგან რატომ ჩემზე კარგად ქართული დედის ენა იცის?
იმ დღეს, როცა რო ტილივიზორში თქვეს არხეოლოგები, მითომ ეხლახან კასპში უპოვნიათ 23 საუკუნის სირიული მინის დოქები. ეხლა მსოფლიოში ამგვარი დოქი სულ სამიაო. მანამდე მხოლოდ ერთია ნაპოვნი და ამერიკაში ინახებაო.
ეგ ელიჩკაც მაგ დღეს გამოვიდა და იძახის: – რუსეთს ამერიკა სჯობიანო, რადგანაც რო გუშინ კასპში ორი სირული მინა იპოვნეს, სამში ერთი კი ამერიკაშიაო.
.
დატოვე კომენტარი