თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პორტრეტი, Portrait
“ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს”.
თამარ მეფე
ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფრესკებზე შემონახულ თამარის გამოსახულებათა მიხედვით მისი სინამდვილესთან მიახლოებული ხატის აღდგენა.
ჩემში ყველაზე დიდ ეჭვს ბადებდა მისი გადაბმული წარბები, რაც შემდგომი თაობის მხატვართა შემოქმედებაში ლამის კანონიკურ ელემენტად იქცა.
ამიტომ, ჩემს ამოცანას დავარქვი – “თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან!”
ამის შემდეგ ბიზანტიური სტილის გამორიცხვა იყო საჭირო.
ასევე გავითვალისწინე მისი დედის (ეროვნებით ოსის) ერის ქალთა დამახასიათებელი იერიც.
ძიების პროცესში ვიპოვნე ბეთანიის ფრესკის ქვედა ფენის რენტგენული გამოსახულება, რომელმაც მთავარ კითხვას მოჰფინა ნათელი – ნახატს აქვს სწორი წარბები, ბევრად დიდი თვალები და ბაგე. გამომეტყველებაც უფრო ცოცხალია და პორტრეტულად სანდო.
რაც მთავარია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადექი.
ასეთივე გზით შევეცადე მისი სამოსის აღდგენას – ვიპოვნე საღებავთა სხვადასხვაგვარი გამოხუნების ნიშნები, აგრეთვე სიმეტრიისა და ფერთა შეთამაშების ლოგიკა.
ამის მერე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქალბატონ ქეთი გოგნაძეს, რომელსაც მრავალი საერთო აღმოაჩნდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ თამარის ხატთან.
ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი და დავიწყე ხატვა.
კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა დაახლოებით ორი ათეული ესკიზი. პორტრეტი ძირითადად ბეთანიის ფრესკას ეყრდნობა. ფონი სრულად გადმოვიტანე, ხოლო გამოსახულება სანახევროდ ფრესკული დავტოვე.
ჩანაფიქრიდან დასრულებამდე თითქმის ხუთი წელი გავიდა (2000 – 2005წ.წ.), მაგრამ ეს წვალება უცბად აანაზღაურა პორტრეტიდან თამარის შემოხედვამ.
კობა ჭუმბურიძე

აპრილი 24th, 2009 at 22:52
პირველად აღვიქვი თამარ მეფის სლამაზე. მადლობთ
აპრილი 25th, 2009 at 11:49
ძაან მაგარი საიტია, კობა.
მომეწონა ძლიერ.
გაიხარე.
აპრილი 27th, 2009 at 15:53
სალამი კობაჯან,
ნახატი მაგარია, მაგრამ ქეთი გოგნაძეს მაინც ჰგავს:)
აპრილი 28th, 2009 at 01:07
ქეთი რომ არ მენახა, ალბათ ვერც დავხატავდი.
ივლისი 3rd, 2009 at 21:11
Hello Koba!
dropping a hello
in your sea of goddesses
swimming through your brush
Have a Great One…
ივლისი 7th, 2009 at 19:31
Hello Koba!
I keep meaning to ask you who this painting is of? I really love it.
იანვარი 3rd, 2010 at 13:38
დზაან საინტერესო იდეაა ამ პორტრესტის მიგმა:პორტრეტების არცჰეოლოგია:, ტუ აპირებ სხვა მეპეების აპორტრეტის არცჰეოლოგიას!?
იანვარი 4th, 2010 at 23:16
დრო თუ ვიპოვნე, უკეთესს რას ვიზამ, სამწუხაროდ ხატვა მხოლოდ თავისუფალ დროს მიწევს, რომელიც ცოტა მაქვს
მარტი 19th, 2010 at 12:41
სუპერ!!
მადლობ კობა ამ მმვენიერი ხატისტვის!!!
მაისი 14th, 2010 at 13:27
ულამაზესია მართლაც.თკვენი შრომა ჩანაფიქრი და მონდომება დაუფასებელი.გაიხარეთ
ივლისი 6th, 2010 at 22:47
ეს პოტო გადმოწერილი მაქს ძალიან მომეწონა ნაკვთები ფერები შესანიშნავია.
თებერვალი 4th, 2011 at 14:47
თინათინ აქმ ნახატში შენს სახეს ვხედავ
თებერვალი 10th, 2011 at 20:51
თამარ მეფის პორტრეტი მშვენიერია!
ვებგვერდიც ძალიან მომეწონა!
მომავალ წარმატებებს გისურვებთ !
ივლისი 17th, 2011 at 12:54
არ ვიცი რამდენად გავს თამარს, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში თამარის სახეს სრულად პასუხობს