როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
.
სექტემბერი 18th, 2009 at 15:56
ძალიან მომწონს
სექტემბერი 21st, 2009 at 10:45
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი…
ავტორი: ნიჭი ერიძე
არაჩვეულებრივია
ნოემბერი 14th, 2009 at 12:28
dzalin momewona …..gaixare avtoro
მარტი 8th, 2010 at 02:46
ულამაზესიააააა,ბრავოოო,მაგარიააა
ივნისი 18th, 2010 at 11:14
სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი…
გეტყობა უსაზღვრო სიყვარულის ტკივილის არსი რომ იცი… ასე კარგად რომ გადმოეცი…
ივლისი 6th, 2010 at 09:39
ყველა სტრიქონი შთამბეჩდავია ზალიან მომეწონა.ვაფასებ თქვენს ნიცჩს
ამისტვის დიდი მადლობა რომ საიტი მითხარით უგრმესი მადლობა.
სექტემბერი 1st, 2010 at 07:26
ძალიან კარგი ლექსია! უბრალოდ არ მესმის რატომ არის საჭირო რამე ან ვინმე კონკრეტულთან დაკავშირება! ეს ხომ ისედაც სულის მდგომარეობაა!და მთელი სიცოცხლეც ასე შეიძლება გაიარო!