26 ივნ 2009

რუბიკონი – სიყვარულის ქალაქო

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

რუბიკა – არა, ვრაცები სიმღერა ნაღდად გეხერხერხებათ. დაჟე ისე გულიანათა მღერით, რო რაც შიგ დურაკული სიტყვებია, ვერც ამჩნევთ, ელი.

გურამა – რა ჭირს ქართულ სიმღერას შენი დასაწუნი, შე მასხარა…

რუბიკა – აი, ხო გებნევი, ვერც ამჩნევთ, თორე, ნაპრიმერ, აბა სად გაგონილა. რო თევზი თავის შამჭმელს უმღერობდეს.

გურამა – რას ბოდავ, თუ იცი?

რუბიკა – ვა, მა აბა ეს რა არი – ცოცხალი ვარ ცოცხალიიი, შენი ტრფობით ვიწვებიიიი… ალბათ უნდა ეთქვა – შენი ტაფით ვიწვები, ელი.

ანდაც კიდე – ქალო, შენი თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა მდინარესა…
შენ კაი კაცო, საწყალი ქალის ქონება წყალი მიაქს, შენ კიდე, განა თუ დაიჭირო და იაფად მიჰყიდო, ნააბაროტ, აქეთ გამორბიხარ და უყვები, თან იძახი – ჰარალო, ვორუდილა და რამე.

თუ სიმღერა ეგრე გიყვარს, აზირ შიგ ბუკვებიც სწორად ჩაწერე, რაღა, რო ჰამაც აზრიანი რამე გამოვიდეს. ნაპრიმერ ეგრე:

გიცქერამ და ვერა ვძღები, ტუსკლად განაშუქნებო,
კირპიჩ–კირპიჩ ნაოფლარო ძველ თბილისის უბნებო,
პურმარილით სამსეებო მეიდანის დუქნებო,
ქალაქურო რამეებო, ნაქნებო და უქნებო,
ტრამვაების ბაქნებო და კინტაურის ბუქნებო,
ჩემ ბუტკის წინ ჩამოვლილო ლამაზ ქალის ტუფლებო,
მაგ ტუფლების პატრონებო, აქაურო კუკლებო,
ეშხიანო ახჩიკნერო, ლამაზებო, მსუქნებო,
და მაგათო პრელესტებო, წინებო და უკნებო,
გინდ ქალაქის სტუმარებო, ბლანდინკებო–ძუკნებო,
ვაი, მამაჯან, რა ლამაზი ულიბკების მჩუქნებო,
რუბიკასთვის მუქთებო და გემრიელო ლუკმებო,
ცავატანემ ტაკნებო და წაღკესნუმემ ტუკნებო,
რაზრეშიტე აღტაცობის დავუარო შალახო,
გამარჯობა, ჩემო თბილის–ქაა–ლაა–ქოოო…
ა–ვო–იეეეე!
.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

დატოვე კომენტარი