29 ივნ 2009

აქ, ვარსკვლავებთან ახლოს

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 

პირგაზაფხულის წვიმა გამოჰპარვია ცას, ალერსით მოციმციმე უფოთლო ტოტებს რთავს, სანაკადულე თოვლი დაგუბებია მთას, ქარი უწეწავს ტინებს ნისლის ჭაღარა თმას.

აქ, ამ ტატანი ცის ქვეშ, განმარტოების ჟამს, ფიქრი იხელთებს თითქოს ჭეშმარიტების ჩქამს და დგება წამი, როცა გამოუტყდები თავს – წუთისოფელი ჩვენი თურმე რარიგად ჰგავს მთიდან დასხლეტილ ზვავს, გზად რომ ყველაფერს ნთქავს…

სულში სხვა განცდა სახლობს აქ, ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც გოროზი შხარა მწყემსავს ღრუბლების ფარას,

ამ მურყვამიდან უკვე ზეცას შეახებ ხელს, მზეს საგალობელს უკმევ, ქვეყნად ყველაზე ძველს, ხოლო მაჩუბის კართან ანგელოზი რომ დგას,
ნურვის დაუთმობ სხვას…

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

8 გამოხმაურება to “აქ, ვარსკვლავებთან ახლოს”

  1. tamuna ამბობს:

    dzalian lamazi striqonebia. wow

  2. მარინა ამბობს:

    სიტყვები არ მყოფნის. ძალიან მგრძნობიარე ლექსებია. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა რომ შემეძლოს, მეც პოეტი ვიქნებოდი. : )))

  3. makrine ამბობს:

    dzalian tbili da satuti gancda dameufla,aucileblad wavukitxav chems megobrebs, madlobt

  4. Je m'appele Eka » Blog Archive » აქ, ვარკვლავებთან ახლოს ამბობს:

    [...] იხილეთ მის პერსონალურ ვებ–გვერდზე: http://alternativa.ge SHARETHIS.addEntry({ title: "აქ, ვარკვლავებთან ახლოს", [...]

  5. ბლოგის ნარჩენები :((( » Blog Archive » აქ, ვარკვლავებთან ახლოს ამბობს:

    [...] იხილეთ მის პერსონალურ ვებ–გვერდზე: http://alternativa.ge ან აი [...]

  6. ელდორადო ამბობს:

    მომწონს კარგი აზრი დევს ლექსში .იცი მესმის შინაგანად თქვენი.

  7. ცისანა ზიზიკორე ამბობს:

    ძალიან მიმწონს მისი ლექსები, მისი რუბიკონი და ბევრი სხვა…. მოუთმენლად ველი ხოლმე ახალ ლექსებს

  8. გულნარა ამბობს:

    წავიღე და ჩემს თოჯინებთანაა

დატოვე კომენტარი