ცამ ცრემლი გაიმეტა, ჩაკაწრა ყიამეთი და ბროლს გადაამეტა თქორმა სიკამკამეთი, გაიფანტე ლემადევ, მთვარევ, მალე გამოდი, ნუ მლევ ამ საღამოთი ფიქრით, უსიამოთი.
ირგვლივ უკიდეგანო, პირქუში ავგავანი, ღამე უჩამიჩუმო, ლაღი ფიქრის სავანე, და ბედის ბედაური, შავრა შაისევანი, მეგობარი ჩემი და კენტი ავანჩავანი.
ძიებანი, თევანი, რითმაუხვი მტევანი, ლექსად გასათქერია ურიცხვი უტევანი, არსით ჩანს მოსარები, მხოლოდ ეს მერდევანი, გარნა მაინც იგია საჩემო არჩევანი,
ვილტვი თავისუფალი, ვითა ურა უბელო, ვიდრე ჰხვალო – მკითხოდი დაფუკულო ღრუბელო, შარა-შუკას მიმღერდე შაშვო, შე მგალობელო, რუო, კვალში მომდიე, შე არდასაგუბელო.
მივალ მივეშურები, არ კი ვიცი საითა, რტოთა შარიშურებით ტევრი მემუსაიფა…
იმ დიდი სიჩუმიდან იმდენი დრო გავიდა, აღარც ვიცი თუ მინდა, ან, საერთოდ, რა მინდა…
.
იანვარი 30th, 2010 at 15:59
ძალიან ძალიან ლამაზია,პირველივე პწკარიდან, პირველივე ბგერიდან გრძნობ, განიცდი, გესმის ნაკადულის ლიკლიკი…”რტოთა შარიშური”…