ძველი კოლხეთი, აიეტ მეფის სამყარო, არა მხოლოდ ჩვენთვისაა მომნუსხველი იდუმალებით მოსილი, არამედ თვით იმდროინდელ ბერძენთათვისაც კი ასეთი ჩანს.
ამ სამყაროს ნამდვილი მშვენებაა აიეტის და ცირცა, იმ დროისათვის განსაკუთრებული ცოდნის გამო ბერძენთა მიერ ქალღმერთად შერაცხული.
მაგალითად, ერთი გადმოცემით იგი თურმე ღმერთების სამოსისთვის გაუხუნარ(!) ქსოვილს ქსოვდა.
სხვა გადმოცემის თანახმად კი იტალიას სახელი აქ გადმოსახლებული სიკულების (სიცილიელთა) მეფის, ოდისევსისა და ცირცას შვილიშვილის, იტალოსის სახელის მიხედვით ეწოდა.
მის მიერ ოდისევსის მთელი გუნდის ღორებად ქცევის ამბავიც გემახსოვრებათ.
სწავლულთა აზრით ცირცე არის მცდარი წარმოთქმა სახელისა კირკე, რაც ბერძნულად შევარდენს ნიშნავს და აგრეთვე წრეს, მრგვალს. ასევე არის მისი დაკავშირების მცდელობა სვანურ სიტყვასთან – ლიკირკე (გაგორება).
იქნებ უფრო ბუნებრივია მისი ახსნა იმ ენაშივე ვეძიოთ, რომელზეც მისი ნათლია მეტყველებდა. ცირა მეგრულად მცირეს, პატარას ნიშნავს. შეადარე მეგრულსავე სახელს – ცოტნე (ცოტა, პატარა).
ცხადია მაინტერესებდა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ქალბატონი და წარმოსახვაში დიდხანს ვძერწავდი მის იერს.
ერთ მშვენიერ დღეს კი სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩემს ხელთ ქალბატონ ნინო კვარაცხელიას ფოტო, რომელიც პრაქტიკულად დაემთხვა წარმოსახვაში არსებულ ცირცას.
მეც ავდექი და ტილოზე გადავიტანე, თან მოვრთე-მოვკაზმე დაახლოებით იმ ხანის სამკაულებით.
აი, რა გამოვიდა.
კობა ჭუმბურიძე
ტეგები: აიეტი, კირკე, პორტრეტი, Portrait, ცირცე

აპრილი 15th, 2009 at 12:47
kargia
აპრილი 23rd, 2009 at 12:49
mshvenieria
ივნისი 16th, 2009 at 13:25
მეგრ. ცირა = ქალწული
ცოტნესა და ცოტას შორის არავითარი კავშირი არაა, მაგრამ ცირრცესა და ცირას შორის შესაძლებელია რაიმე კავშირი იყოს.
ივნისი 16th, 2009 at 19:03
გმადლობთ ლაშა,
ამ საკითხის ჩხრეკისას ვისარგებლე პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ნაშრომით – “რა გქვია შენ”, საიდანაც მომაქვს ქვემოთმოყვანილი ორი განმარტება:
1. ცოტნე (ქართული) ” უმცროსი “, ” პატარა “. შეადარეთ ‘ცოტა’ (ნ. მარის ეტიმოლოგიით):
2. – ცირა (ქართული) მეგრულად ნიშნავს ” ქალიშვილს ” (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). საეკლესიო კალენდარი, როგორც ჩანს, მის მნიშვნელობას უკავშირებს ” მცირეს ” და ამიტომ უფარდებს მას ამავე მნიშვნელობის ლათინურ სახელს პავლა.
პირადად მე კი, სამწუხაროდ, მეგრული არ ვიცი, რომ საკუთარ ცოდნას დავყრდნობოდი. სამაგიეროდ ძალიან მიყვარს სამეგრელო და ამის დასტურია ჩემი ძის სახელი ცოტნე, აგრეთვე ამ პორტრეტის შესაქმნელად გაწეული შრომა.
ოქტომბერი 19th, 2009 at 23:19
ხელმარჯვეც ყოფილხარ:))
იანვარი 3rd, 2010 at 14:43
ცირა ძალიან მშვიდია?
მეგრულია ნეტავი სიმღერა “ცირა, ცირა” ? უფრო სწორედ “ციიირა, ციიირა” ?. . .
ერთხელ მოვისმინე და ებრაული ჰანგები დავლანდე, რატომღაც.
ივლისი 6th, 2010 at 23:06
მშვენივრად გამოგივიდათ კარგი ისტორიააქვს
ივლისი 10th, 2010 at 09:35
მართლაც საინტერესოა.
სექტემბერი 29th, 2010 at 22:06
მშვენიერი გამოვიდა,ისეთი ნახატია ,ჯერ სურათი მეგონა,ოქლო ხელები ქავს და გენიოსი თავი მაგ მხრებზე.გაკოცე.
დეკემბერი 26th, 2010 at 17:09
კობა დიდებულია ნამდვილად!მე პირადად შთაბეჭდილება მაქ,რომ ძალიან ცუდად ვიცნობთ საქართველოს ქრისტიანობამდელ ისტორიას…ისე საინტერესო სურათი გამოგივიდა თავისი ჩაცმულობით.სამკაულებითა და ვარცხნილობით
ძალიან ლამაზია
მარტი 23rd, 2012 at 17:15
მშვენიერია,ისტორიაც და სურათიც…და საიტი ძალიან მომწონს.