2 ივლ 2009

მოუსვენარი ბუნება კაცის

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 

ვერ ეგუება ნაცრისფერ ყოფას მოუსვენარი ბუნება კაცის, მიილტვის, სადაც მანანა ათოვს და ოქროსფერი წვიმები აწვიმს.

სულში ოცნების კელაპტარს ინთებს და წუთისოფელს ამსგავსებს ზღაპარს, მიტომ დაეძებს ჯადოსნურ ნივთებს, ნატვრისთვალსა თუ ჯინიან ლამპარს.

დაეძებს, რათა გაექცეს შიმშილს, გაექცეს ტანჯვას, სევდას და ხმაურს, უაზრო მტრობას, უიღბლო ტრფობას, დამღალავ ღელვას და აურზაურს…..

ვინ თასს დაეძებს, ვინ – ფრთოსან მერანს, ხალიჩას, წყაროს თუ თორღვას პერანგს, სარკეს, სალამურს, სუფრას, მალამოს, სამოთხის ჩიტს და დაუცლელ ქისას, ბორგავს და იღწვის, განიცდის, ლამობს, და ბოლოს მაინც მიაღწევს მიზანს.

მიზანს მიაღწევს ყოველი მათგან,
ანუ სიმშვიდეს იპოვნის, რადგან
ამ წუთისოფელს, აღსავსეს შფოთით, მარად სიმშვიდის ახლავს შიმშილი…

ალბათ სიცოცხლეც, დასაბამიდან, ამიტომ არის სიკვდილმისჯილი.

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

5 გამოხმაურება to “მოუსვენარი ბუნება კაცის”

  1. სა ამბობს:

    ძალიან მომწონს ეს ლექსი…

  2. ქეთი ამბობს:

    “ისეთია”

  3. მარინა მეტრეველი ამბობს:

    კობა, ეს ლექსი შედევრია. შევეცდები დრო ვიპოვო, რომ ვისწავლო და სადაც დამჭირდება იქ წავიკითხო. დიდი მადლობა.

  4. ელდორადო ამბობს:

    ყველა რაგაცას დაეძებს,ან ვიგაცას.მინდა გიტხრათ შესანიშნავი ლექსია ზალიან მომეწონა.

  5. ნატალია ქადაგიძე ამბობს:

    თქვენმიერი, ფილოსოფიური მიგნებები აქაც გრძელდება – “ალბათ სიცოცხლეც, დასაბამიდან, ამიტომ არის სიკვდილმისჯილი” -გამაოცა ამ სიტყვებმა.

დატოვე კომენტარი