2 ივლ 2009

სანამ გაზაფხული არი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 
ვიდრე მეფობს გაზაფხული, ვის ახსოვს მწუხარება, არე-მარე ირთვება და ნაირფერად ენთება, თუმცა, ხანი გაივლის და ჭკნობა შეეპარება, გაფითრდება, გახუნდება და განაცრისფერდება.

ნურც შენ გავიწყდება, რომ მეფობენ დრონი, ყველაფერი ქრება, ეფინება მტვერი, მარადია მხოლოდ ზეცის საფირონი,
მეტი არაფერი.

ჰოდა, იქნებ გაიღიმო, გახსნა გულის კარები, სანამ გაზაფხული არი და დარობენ დარები, თუ ფიქრობ, რომ ბევრი დრო გაქვს და არსად გეჩქარება, ლოდინსა და არჩევანში წლები გაგეპარება.

ჯერ კი სანამ დროა ოცნების და ნატვრის და ვარდისფერ ხანძარს გინთებს ტოტი ატმის, სანამ ეს სიმღერა ემღერება სიმებს,
ნუ დაჰკარგავ იმედს.

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

4 გამოხმაურება to “სანამ გაზაფხული არი”

  1. ქეტევან ამბობს:

    თქვენმა სიტყვებმა დამაფიქრა,ცოტა გამომაფხიზლა,,,მაგრამ მე მჯერა უფლის,მარადიულია უფლისადმი სიყვარული და იმედი

  2. ნინია ამბობს:

    ბედნიერებაა ისეთი ადამიანების არსებობა რომლებიც ყველ დროს, ასაკის მიუხედავად ამჩნევენ ატმის ტოტის ვარდისფერ ხანძარს!!!

  3. ნანო ამბობს:

    მრავლის მთქმელი სიტყვებია ჩამაპიქრებელი და საინტერესო

  4. ელდორადო ამბობს:

    ნუ დაჰკარგავ მედს. მართალია იმედი არ უნდა დავკარგოთ.კარგი სიტყვებია.

დატოვე კომენტარი