3 ივლ 2009

ახ, ნეტავი

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 

ხარის ქედით გავაცილე საუკუნის ნახევარი, არ დავიკლე ჩემი წილი უღელი და საყევარი, ღობე-ყორეს ვედებოდი, ჭაპანს ისე მივათრევდი, შენ ყოველთვის მენდობოდი, მე ხანდახან გიმართლებდი.

ჭაღარით რომ დავითოვე, საომარიც მოვითავე, ყველაფერი მივატოვე და ერთი გზა მოვიტოვე, მისატევებს მივუტევე, შესადავებს შევედავე, მერანს შუბლი დავუკოცნე, ავხსენ რახტი და სადავე, წავაქეზე, წინ გავტყორცნე ამაყი და გამბედავი…

ახ, ნეტავი მიწას მოვწყდე, ცარგვალს მიღმა გავყო თავი.

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , ,

3 გამოხმაურება to “ახ, ნეტავი”

  1. ნინო :) ამბობს:

    საუკეთესოა;ძალიან შტამბეჭდავია

  2. liako ამბობს:

    “ახ ნეტავი”––––არაჩვეულებრივია

  3. ელდორადო ამბობს:

    მომწონს,სჰტამბეც
    დავია.

დატოვე კომენტარი