7 ივლ 2009

რუბიკონი – ო, ბოჟე!

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: რუბიკონი

გურამა – რუბიკ, ნახე ზაურის რამხელა ჯიპი უყიდია? მაგხელა ბუტკა რო მოგცა, უცეფ გაახუთმაგებდი ბიზნესს.

რუბიკა – ეგ კარგი ფული იშოვნა და ვაჟნი ვინმეც გახდა.

გურამა – რაფერ იშონა თუ იცი?

რუბიკა – ბოჟანდარობით.

გურამა – ეგ რა უბედურებაა? მაგნაირი არც ჯიპი მინდა და არც დაჩა.

რუბიკა – უბედურება შენ რო გჭირს, ეგ არი, თორე დღეს ბოჟანდარები პირველი ხალხია.

გურამა – კი, მარა, ბოზანდარობა ყოველთვის გასაკიცხ საქციელად ითვლებოდა, ჩემო იმანო.

რუბიკა – მერე ვინა მბობს – ბოზანდარი? ეგ არი ბოჟანდარი, აი, გრანიცაზე რო დგანან და ტავარის განბოჟებას რო შვრებიან, რასტამოჟკა, რაღა.

ისე, ადრე მეც შენსავით მეშლებოდა. ერთხელ სუფრაზე ვიძახი – ო, ბოჟე, რა გემრიელია ეს ქათმის ბოჟე.

იმდენი იცინეს, რო მე ტირილი დავიწყე.
მერე უფრო იცინეს.

კიდე კარგი არა ვთქვი აჯვაფსანდალი, ანდაც აჯმა–მაკარინა…

იცი, მე ერთი პადაზრენია მაქვს. თქვენ სპეციალნა ქართული ენა მოაგონეთ, რო სხვები სულ აშიბკები ქნან და თქვენც იცინოთ.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , ,

დატოვე კომენტარი